ავტორი:

#შექმენიბიბლიოთეკა - კამპანიის  ფარგლებში, "სასტუმრო ტერასა 8 მგზავრებში" ლიტერატურული კაფე გაიხსნა

#შექმენიბიბლიოთეკა - კამპანიის  ფარგლებში, "სასტუმრო ტერასა 8 მგზავრებში" ლიტერატურული კაფე გაიხსნა

ბაკურიანში, სასტუმროში "ტერასა 8 მგზავრებისგან’’ გამომცელობა "პალიტრა L-ის" წიგნებით დაკომპლექტებული ლიტერატურული კაფე გაიხსნა.

სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერის, ანა ბრეგაძის თქმით, ეს არის პირველი ლიტერატურული კაფე რეგიონში და მათ სტუმრებს, უკვე შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ მათთვის სასურველ ლიტერატურას.

"გადავწყვიტეთ შევუერთდეთ კამპანიას #შექმენიბიბლიოთეკა და სასტუმრო „ტერასა 8 მგზავრებში" გავხსენით ლიტერატურული კაფე, სადაც ‘’ტერასა 8-ის’’ სტუმრებს შეუძლიათ, ნებისმიერი ჟანრის წიგნი წაიკითხონ მყუდრო გარემოში, დააგემოვნონ სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი როგორც კერძები, ისე სასმელები. იმედი გვაქვს, წიგნისა და სიმშვიდის მოყვარულები ამ კაფეს სახით, თავიანთ საყვარელ ადგილს აღმოაჩენენ", - ამბობს ანა ბრეგაძე.

"15 წლის განმავლობაში, გამომცემლობა ქმნის ყველაზე მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ ლიტერატურას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებასა და წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კამპანიის დაწყება #შექმენიბიბლიოთეკა, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შეუძლიათ ჩვენი წიგნებით მოაწყონ ბიბლიოთეკები. პირველი ამ კამპანიას შემოუერთდა სასტუმრო ‘’ტერასა 8 მგზავრებისგან’." - გამომცელობა პალიტრა L-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღანელი, ანანო თავხელიძე.

ბაკურიანში, ლიტერატურულ კაფეში სტუმრებს ფერადი და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ. აქ წარმოდგენილია გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წიგნები ისეთი სერიებიდან, როგორებიცაა: იკითხე ქართული, იკითხე კლასიკა, წლის ბესტსელერი, პორტალი და სხვა. კითხვის მოყვარულები სასიამოვნო დასვენებისათვის აქ როგორც დეტექტივს, ისე სამეცნიერო ფანსტასტიკას, კლასიკასა და თანამედროვე ქართველი ავტორების რომანებს აღმოაჩენენ.

"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე

დღეიდან კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა