ავტორი:

შეიძლება თუ არა თმის ყოველდღიურად დაბანა და რა ვუშველოთ თმის ცვენას - სპეციალისტის პასუხები

შეიძლება თუ არა თმის ყოველდღიურად დაბანა და რა ვუშველოთ თმის ცვენას - სპეციალისტის პასუხები

რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი და რა იწვევს თმის ცვენას - გვპასუხობს ექიმი-დერმატოვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, ტრიქოლოგი ნელი ბაკურაძე.

- რა სიხშირით უნდა დაიბანონ თავი მოზრდილებმა და ბავშვებმა?

- ეს დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე და იმაზე, რამდენად მიდრეკილია ადამიანის ორგანიზმი თავის კანის დაავადებისკენ. იქნება ეს ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი თუ ქერტლი.

ქერტლის არსებობის შემთხვევაში ხდება პატარა მიკროსაცობების წარმოქნა, რაც სხვა პროცესების გაღრმავებას განაპირობებს. ასეთ დროს სასურველია ხშირად დავიბანოთ თავი. ისე კი, თავის დაბანა ყოველდღიურად არ არის აუცილებელი.

თუმცა, თუ ადამიანი ვარჯიშობს ფიზიკურად, არის აქტიური და დატვირთული, უოფლიანდება თავის კანი, ან ხშირად სარგებლობს აუზით და აქვს ქლორიან წყალთან შეხება, ასეთ დროს სასურველია, მალე დაიბანოს თავი სპეციალური შამპუნით, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

სხვა შემთხვევაში თუ არ გვექერცლება კანი, არ გვაქვს მომატებული ცხიმიანობა, ყოველდღიურად თავის დაბანა არ არის რეკომენდებული, რადგან ასე ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობა სტიმულირდება. ამიტომ ერთი, ორი დღის გამოტოვებით დავიბანოთ თავი, რათა ცხიმოვანი ჯირკვლები მიეჩვიონ დამზოგველ მოქმედებას.

- თმის ცვენის მიზეზი ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების გარდა, კიდევ რა შეიძლება იყოს?

- თმის ცვენის მიზეზი ორგანიზმის შინაგანი პრობლემების გარდა, კიდევ შეიძლება იყოს გარემო ფაქტორებიც: ეს შეიძლება იყოს თმის საღებავი, არასწორად გამოყენებული შამპუნებიც. თმის ცვენას იწვევს ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები წაიკითხეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს