ავტორი:

ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებს შვილთან ერთად უსმენს

ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებს შვილთან ერთად უსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სხდომაზე შვილთან, ანდრია კაკაბაძესთან ერთად მივიდა.

სანამ დედა მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენით და მათთვის კითხვების დასმითაა დაკავებული, შვილი დედის პერსონალური კომპიუტერით ერთობა. ანდრია კაკაბაძე ანა დოლიძისა და მწერალ ირაკლი კაკაბაძის შვილია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მივიდა სხდომაზე ორი თვის შვილთან ერთად.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, ბავშვთან ერთად მოვედი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში დგება საკითხი - როდესაც ჩემი 2 თვის შვილი გაიზრდება, შეიძლება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდეს" , - განაცხადა მაშინ ჯანეზაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ