ავტორი:

როგორ გამოიყურება და სად სწავლობს აშშ-ს "პირველი ბიჭი" - 13 წლის ბერონ ტრამპი მშობლებს სიმაღლეში ასწრებს

როგორ გამოიყურება და სად სწავლობს აშშ-ს "პირველი ბიჭი" - 13 წლის ბერონ ტრამპი მშობლებს სიმაღლეში ასწრებს

აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი შვებულების დასრულების შემდეგ მედიამ შვილთან, ბერონთან ერთად გადაიღო. აშკარაა, რომ ბერონი სიმაღლით მშობლებს არ ჩამოუვარდება; მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სიმაღლე 188, მელანიასი კი - 180 სმ-ია, თინეიჯერი ვაჟი კი ფოტოებში მათზე მაღალი ჩანს.

პრეზიდენტის შვილს „პატარა დონალდს“ ეძახიან, რადგან მამას ძალიან ჰგავს.

„ის განსაკუთრებული და ძალიან ჭკვიანი ბიჭია. დამოუკიდებელი და თავდაჯერებულია, ყოველთვის იცის, რა სურს. მას „პატარა დონალდს“ ვეძახი. ორივეს გვგავს, თუმცა ამ მეტსახელს პიროვნული თვისებების გამო ვეძახი“ - აღნიშნა პრესასთან მელანია ტრამპმა.

ბერონი იშვიათად ჩნდება საჯაროდ, ის მამასთან ერთად იყო რამდენიმე ტელეგადაცემის სტუმარი, მათ შორის - ოპრა უინფრის შოუშიც მიიღო მონაწილეობა.

ტრამპის ინაუგურაციაზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორი გულგრილია ბერონი ღონისძიების მიმართ და პერიოდულად ამთქნარებს, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

აშშ-ს პირველი წყვილის შვილი რამდენიმე ენაზე საუბრობს, დედას, ბებიას და ბაბუას კი სლოვენიურად ელაპარაკება.

ინაუგურაციის შემდეგ მელანია და ბერონი, სკოლის გამო ნიუ-იორკში დარჩნენ საცხოვრებლად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს მოგვიანებით შეუერთდნენ.

მანჰეტენზე ცხოვრებისას ბერონის საშუალო განათლებისთვის მშობლები წელიწადში 38 ათას დოლარს იხდიდნენ. ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ კი ბერონი წმინდა ენდრიუს ეპარქიული სკოლის მოსწავლე გახდა, სადაც წლიური გადასახადი თითქმის 47 ათას დოლარს შეადგენს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე