ავტორი:

"რას მისიგნალებ, გადავაფრინდე?!" - როგორ ხუმრობენ ქართველები "ფეისბუქზე" თბილისში "ფორსაჟის" გადაღებების შესახებ

"რას მისიგნალებ, გადავაფრინდე?!" - როგორ ხუმრობენ ქართველები "ფეისბუქზე" თბილისში "ფორსაჟის" გადაღებების შესახებ

დღეიდან თბილისში პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის - "ფორსაჟის" მეცხრე სერიის გადაღება დაიწყო. ფილმის ბოლო ათი წუთის მასშტაბური გადაღებები დედაქალაქსა და მის შემოგარენში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმში დედაქალაქი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისა და რუსთავის რამდენიმე ქუჩა პერიოდულად გადაიკეტება.

დღევანდელი გადაღება ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარეობს, სადაც დილიდან გადაკეტილია ტერიტორია და იქ მხოლოდ გადამღები ჯგუფის და "სუპერქარების" გადაადგილებაა დაშვებული. მანქანებს შორის ერთ-ერთია უახლესი Toyota Supra, რომელიც ფილმის მთავარი მშვენება იქნება.

ვაჟა-ფშაველაზე მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი "ფეისბუქზე" წერს, რომ მთელი დღეა კორპუსების ეზოებში დადის ფურგუნი რუპორით და ადგილობრივებს ბოდიშს უხდის ხმაურის გამო: "1-წუთიანი კადრის გამო ხდება ეს ყველაფერი. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და გადაღებების პროცესს შეხედოთო, ეგეც გვითხრეს" - წერს ადგილობრივი.

"ფორსაჟის" გადაღებებმა ქართველ ინტერნეტმომხმარებელს იუმორის უწყვეტი ნაკადი გაუხსნა. "ფეისბუქზე" უამრავ სახალისო კომენტარს წააწყდებით ცნობილი თრილერის გადაღებების შესახებ:

დათო გორგილაძე:

„ფორსაჟის" ახალი სერიის ბოლოს, ვინ დიზელი ისნის დაშლილებში იწყებს მუშაობას"

"როგორ ხვდებიან ერთმანეთს „ფორსაჟის" ახალ სერიაში ვინ დიზელისა და დუაინ ჯონსონის პერსონაჟები? ახლავე მოგახსენებთ.

ვინ დიზელს მანქანა ჰყავს მიჩერებული ვაჟაზე „მაკშაურმასთან". მანქანაში ზის, მაგრამ მაიონეზი რო არ დაეწუწოს, ფეხები გარეთ, ასფალტზე უდგას. მიდის დუაინ ჯონსონი. ბორბალს ფეხს მიადებს, ოდნავ შეარყევს და ეკითხება: - რა სტკივა ეხლა ამას?" - წერს დათო გორგილაძე.

სანდრო რაჩკოვსკი: "მთავარი "ვილანი" ყვითელ მარშუტკაზე ზის და მაგას მისდევს ვინ დიზელი. ფილმის სიუჟეტი ეგაა, უნდა დაეწიოს და მუქარით ჩაართვევინოს კონდიციონერი";

"უბედურება ხდება ჩვენს თავს..." - "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას კოლეგები "ფეისბუქით" ეხმაურებიან

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი...  პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?