ავტორი:

Bocuse d'Or-ის შესარჩევი ეროვნული კონკურსი დაიწყო!

Bocuse d'Or-ის შესარჩევი ეროვნული კონკურსი დაიწყო!

Bocuse d'Or 30-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც თავს უყრის ოთხი კონტინენტის გამორჩეულად ნიჭიერ შეფ-მზარეულებს.

ჩემპიონატი ატარებს საფრანგეთის კულინარიის „პაპის“, პოლ ბოკუზის სახელს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს გასტრონომიული სამყაროს ისტორიაში. სწორედ მას უკავშირდება ბოკუზ-დორის ჩემპიონატის შექმნა და უმაღლესი ჯილდო - “ოქროს ბოკუზი”.

ბოკუზ დორის ფინალი 2 წელიწადში ერთხელ საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქ ლიონში ტარდება, სადაც რამდენიმე ეტაპიანი შიდა შესარჩევი ტურის შემდეგ, კონკურსანტები უმაღლესი ჯილდოს - “ოქროს ბოკუზის” მოსაპოვებლად იბრძვიან. ჩემპიონატი ტარდება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენის Sirha-ს ფარგლებში.

ბოკუზ დორის ჩემპიონატი თავს უყრის 24 შეფ-მზარეულს მთელი მსოფლიოდან, რომ მათ 5 საათისა და 35 წუთის განმავლობაში აუდიტორიის წინაშე მოამზადონ შთამბეჭდავი და კონკურენტული კერძები.

ჟიური კერძებს აფასებს რამდენიმე ფაქტორის მიხედვით: კერძის არომატების ჰარმონიულობით, მომზადების ტექნიკით, გუნდის მუშაობის ეფექტურობითა და კერძების პრეზენტაციის მიხედვით.

მაყურებლების ენთუზიაზმი და მუხტი შეჯიბრს განსაკუთრებულ ეფექტს მატებს. ათასობით მოყვარული ესწრება ღონისძიებას და მხარს უჭერს საყვარელ შეფ-მზარეულსა და თუ ქვეყანას. ფრიალებს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ისმის ნაციონალური ჰიმნები და გამამხნევებელი შეძახილები.

2019 წლის 2 და 3 ნოემბერს, თბილისი პირველად უმასპინძლებს Bocuse d’Or Georgia-ს პირველ ეროვნულ შესარჩევ კონკურსს, რომელიც კანდიდატებს მოამზადებს ევროპის კონტინეტური შესარჩევი კონკურსისთვის და შემდეგ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფინალისთვის - Bocuse d’Or 2021.

Bocuse d’Or Georgia-ს ფარგლებში დაახლოებით 100 აპლიკანტიდან შეირჩევა 8 მონაწილე. მათგან ახალგაზრდა ენთუზიასტი შეფ-მზარეულები, ვინც შეძლებს და ჟიურის დაარწმუნებს თავიანთ გულმოდგინეობასა და კრეატიულობაში, შესაბამისად კი გაიმარჯვებს ნაციონალურ შესარჩევ კონკურსში, შესაძლებლობა ექნება საქართველო წარადგინოს ბოკუზ დორის კონტინენტურ კონკურსზე ტალინში 2020 წლის ივნისში.

ევროპის შესარჩევში წარმატებით ასპარეზობისა და კვალიფიკაციის მოპოვების შემთხვევაში, გამარჯვებულს წილად ხვდება 2021 წლის იანვარში, ქ. ლიონში Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე გაემგზავროს.

შერჩეული რვა მონაწილე მიიღებს განსაკუთრებულ გამოცდილებას. მათ პიროვნულობას მიექცევა ზუსტად ისეთივე ყურადღება, როგორც მათ პროფესიონალიზმსა და ოსტატურ ტექნიკებს. ეროვნული შესარჩევი კონკურსი მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას პირდება დაუვიწყარ ემოციებსა და პერფორმანსს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს