ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
"ახალგაზრდა მამაკაცი უკიდურესად მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებით შემოიყვანეს. რამდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - აცხადებენ საავადმყოფოში.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.