ავტორი:

ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობისთვის დაკავებული ქართველები - "არიან ძალიან კარგი ადამიანები, მათზე ცუდს ვერავინ იტყვის"

ვინ არიან უკრაინაში ყაჩაღობისთვის დაკავებული ქართველები - "არიან ძალიან კარგი ადამიანები, მათზე ცუდს ვერავინ იტყვის"

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული სამი ქართველი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც 2012 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.

დაკავებულები 33, 41 და 43 წლის არიან და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მათ უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ. დაკავებულები არიან:

მირიან გოჩაძე

  • მირიან გოჩაძე - შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე;
  • თენგიზ ზანაძე - შსს-ში მუშაობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე;
  • ლევან ხუციშვილი - შსს-ს ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან, იყო სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
თენგიზ ზანაძე

სამივე დაკავებულის შესახებ ინფორმაციის და ფოტოების მოძიება შესაძლებელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". ირკვევა, რომ თენგიზ გოჩაძეს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

სოციალური ქსელიდან ირკვევა ისიც, რომ გოჩაძესა და ზანაძეს ნათესაური კავშირი აქვთ. AMBEBI.GE ესაუბრა მირიან გოჩაძის ნათესავს, რომლის თქმითაც, გოჩაძე და ზანაძე სიძე-ცოლისძა არიან და მათ უკრაინაში საერთო ბიზნესი ჰქონდათ. ფოტოებიდან ჩანს, რომ ისინი ვიზუალურად ერთმანეთს ძალიან გვანან - გრძელი წვერით, სპორტული აღნაგობით და ჩაცმის სტილით.

"დიდი ხანია არ არის, რაც წავიდნენ. ორივეს უძვირფასესი ოჯახები ჰყავთ. საქართველოში არიან მათი ოჯახები. თენგოს და მირიანის მეუღლეა. ზედმიწევნით საუკეთესო პიროვნებები არიან... რა მოხდა არც ვიცი, ვიცი, რომ იქ საერთო ბიზნესი ჰქონდათ. მესამე დაკავებული არ ვიცი, ვინ არის. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, სადაც არ უნდა იკითხოთ, ესენი არიან ძალიან კარგი ადამიანები, მათზე ცუდს ვერავინ იტყვის" - გვითხრა დაკავებულების ახლობელმა.

რაც შეეხება მათ დაკავებას, უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, სამი ნიღბიანი და შეიარაღებული მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა. სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და საქართველოში გამოფრენას გეგმავდნენ.

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა

სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან