ავტორი:

"აგონიაში ვარ" - რას ამბობს ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე

"აგონიაში ვარ" - რას ამბობს ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას თქმით, არ იცის რაზე ედავებიან სამართალდამცავი უწყებები და რა საქმეზე დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს დაკითხვაზე აუცილებლად მივა.

„ვერაფერს გეტყვით. არ ვარ დაკითხული. ახლა ტელევიზიით გავიგე და მერე დამიბარეს დაკითხვაზე პოლიციაში, 14:00 საათზე. არ ვიცი რას გამაცნობენ. მე აქტივი მაქვს ბანკიდან შეძენილი ქონებისგან, ბანკი ხომ აბრუნებს უკან დღგ-ს, როცა ვყიდულობთ ქონებას?! მაქვს აქტივი შეძენილი „ქართუ ბანკიდან“, „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“, თანაც 2013 წელს.

შევიძინე ქონება ჭავჭავაძეზე „ქართუ ბანკისგან“; ეკონომიკის სამინისტროდან შევიძინე და „თიბისი ბანკისგან“ შევიძინე შენობა დიღომში, რომელიც გავაკეთე, იმას ხომ მოჰყვა აქტივი?! - არ ვიცი რას მედავებიან, სიმართლე გითხრათ აგონიაში ვარ. 14:00 საათზე მივალ აუცილებლად“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ლაურა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ