ავტორი:

ხანძრის გამო ქალაქში შუადღისას "დაღამდა" - ბრაზილიაში ტროპიკული ტყეები იწვის

ხანძრის გამო ქალაქში შუადღისას "დაღამდა" - ბრაზილიაში ტროპიკული ტყეები იწვის

ბრაზილიაში ამაზონის ტყეები იწვის. გარემოს კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ველური ხანძრის მასშტაბი 84%-ით არის გაზრდილი.

BBC წერს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე მსოფლიოში უდიდესია და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური დათბობის პროცესის შენელებაში. ტყეში სამ მილიონამდე სახეობის მცენარე და ცხოველია.

კონსერვაციონისტები მომხდარში ბრაზილიის პრეზიდენტს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ჟაირ ბოლსონარომ ფერმერებს მოუწოდა, ხეები გაეჩეხათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ტროპიკულ ტყეებში მცენარეულმა საფარმა ბოლსონაროს პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო.

Foxnews-ის ინფორმაციით, ბრაზილიის უდიდესი ქალაქი, სან-პაულუ შავ ღრუბელში გაეხვია და დღისით, რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში „ღამე იყო“.

ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ სან-პაულუში შავი წვიმა მოდის, სუნთქვა კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="pt" dir="ltr"><a href="https://twitter.com/hashtag/sp2?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#sp2</a> olha a água da chuva de ontem parece aguarde café <a href="https://t.co/lZVFkNUH1e">pic.twitter.com/lZVFkNUH1e</a></p>&mdash; Olavo Washington (@OlavoWashington) <a href="https://twitter.com/OlavoWashington/status/1163854412902797313?ref_src=twsrc%5Etfw">August 20, 2019</a></blockquote> 

ველური ხანძარი მშრალ სეზონზე ბრაზილიაში ხშირად ჩნდება, თუმცა ტყეების გაჩეხვამ სავალალო შედეგები მოიტანა. გარემოს კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იანვარი - აგვისტოს პერიოდში 74 ათასი ხანძრის კერა დაფიქსირდა. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ბრაზილიაში 9500 კერა გაჩნდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"