ავტორი:

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ბრალდებით დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ბრალდებით დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ქალი, რომელიც პეკინის გამზირზე ცივი იარაღით მცირეწლოვნის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განუცხადა, ის შეხვდა მის დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, რა პოზიცია აქვს დაკავებულს მომხდართან დაკავშირებით, ვერ დააკონკრეტებს, რადგან ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ამ ეტაპზე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას ვიყენებთ. ველოდებით ხვალინდელ დღეს, თუ რას აპირებს პროცესის მწარმოებელი ორგანო და ამის მიხედვით გავაკეთებ სხვა კომენტარს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. შემდეგში რა იქნება ვნახავთ, თუ პროკურორმა დადგენილება გამოიტანა პირის ბრალდების შესახებ, ამის შემდგომ უნდა გაიმართოს სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე იმსჯელებს რა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს, ან შეეფარდოს თუ არა“, - განაცხადა ნათია პაჭკორიამ.

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს