ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე: რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით

სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე: რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით

ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპის შუაგულში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, უცებ ეს თემა გახდა სალაპარაკო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას "იმედთან" განაცხადა.

კითხვაზე, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ამას არ იტყვის, რადგან ეს პრეზიდენტის დისკრედიციული უფლებაა".

"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის დისკრედიციული უფლება პრეზიდენტის. მე ვარ პრეზიდენტი და ყველა იურისტმა იცის ეს კარგად. ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა, იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე არის უფრო დეტალურად გასაკეთებელი, მე მგონია, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპაში, ევროპის შუა გულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, რომ ჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე. ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი იმისი, რომ იმის მაგივრად, რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებში, რომელიც არის მთელი ქვეყნის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."