ავტორი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს "სამხრეთ ოსეთის" რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და იმუშავონ ევროკავშირის სადამკვირვებლოი მისიის „ცხელი ხაზისა“ და ჟენევის თანათავმჯდომარეთა მეშვეობით, შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე