ავტორი:

მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი თელეთთან ავარიაში მოყვა - დაღუპულია 2 ადამიანი

მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი თელეთთან ავარიაში მოყვა - დაღუპულია 2 ადამიანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20-მდე ადამიანი.

დაშავებულებს შორის არიან 17 სომხეთის, 2 - საქართველოს და ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

VIDEO: კადრები თელეთში მომხდარი საშინელი ავარიის ადგილიდან

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოცივე დაშავებული სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

უფრო კონკრეტულად: „ნიუ ჰოსპიტალსში“ - 8 ადამიანი შეიყვანეს, „საპატრიარქოს იოაკიმე და ანას კლინიკაში“ - 3, ინგოროყვას კლინიკაში - ორი პირი, „პინეოში“ - 4 და გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში - 3 პაციენტი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო