ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ქართულ მხარეს მათი უპილოტოს ჩამოგდებაში ადანაშაულებს - სუს-ის პასუხი

ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ქართულ მხარეს მათი უპილოტოს ჩამოგდებაში ადანაშაულებს - სუს-ის პასუხი

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ იუწყება. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.

„1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაიხსნა ცეცხლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ. შედეგად, კვადროკოპტერი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა“, - განაცხადა ბიაზროვამ.

მისი თქმით, მანამდე, ანალოგიური ქართული საფრენი აპარატები „არაერთგზის ასრულებდნენ სადღეღამისო რეჟიმში დაზვერვას სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები“.

ბიაზროვას თქმით, „უშიშროების კომიტეტმა“ განახორციელა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ინფორმირება.

„ამასთან ერთად, აუცილებლად მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატის დაცხრილვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით წარმოადგენს პირდაპირ პროვოკაციას“, - განაცხადეს დე ფაქტო კომიტეტში.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

"ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუს-ში.

"ინტერპრესნიუსმა" ჩამოგდებული დრონის ფოტოები მოიპოვა.

"წელიწადი და ორი თვეა მამის საფლავზე სანთელი ვერ ამინთია! მაფერხებს წესები, რაც ჩემი ქვეყნის მთავრობამ დამიწესა!" - სულისშემძვრელი კადრები დოკუმენტური ფილმიდან "მე გადავცურე ენგური"

"ტკივილი არ ნელდება, უფრო გაუსაძლისი ხდება - ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან" - არჩილ ტატუნაშვილის მამა

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ