ავტორი:

"ქართული ოცნების" რებრენდინგი" - როგორ ეხმაურებიან რუსი ექსპერტები და მედია სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში

"ქართული ოცნების" რებრენდინგი" - როგორ ეხმაურებიან რუსი ექსპერტები და მედია სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში

საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს რუსული მედია და ექსპერტებიც ეხმაურებიან. მათი ცნობით, პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნების" "რებრენდინგით", ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების გამყარებას ცდილობს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ვადიმ მუხანოვი Газета.Ru-სთან საუბარში ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილმა აქამდეც არაერთხელ მიმართა.

"ასეთი ქმედებით, მას ქვეყანაში "ქართული ოცნების" პოზიციის გამყარება, პარტიაში კი ძალაუფლების კონტროლი სურს... პრემიერ ბახტაძის წასვლა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მისი გარემოცვიდან ახლო ადამიანებს იშორებს. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, ივანიშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და პერიოდულად გუნდში როტაცია სჭირდება.

"ოცნების" წევრები უკვე თანდათან აცნობიერებენ, რომ ქუჩის აქციებში აგებენ. არადა, ოლიგარქი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯები მისი მხრიდან ერთგვარი კომპრომისია და ქართველ საზოგადოებაში შექმნილ დაძაბულობაში ტემპერატურას დასწევს... იმავდროულად, მას მიაჩნია, რომ იმ ადამიანებს უთავისუფლებს გზას, ვისაც ქვეყნისთვის მეტის გაკეთება შეუძლია" - ამბობს რუსი ექსპერტი.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილი შს მინისტრს თვლის "გმირად, რომელმაც ქვეყანა გადატრიალებას გადაარჩინა":

"კონკრეტულად გახარიას დანიშვნამ შესაძლოა, "ქართული ოცნების” პოზიციები კიდევ უფრო გაამყაროს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩასვლას ქვეყანაში საპროტესტო ტალღები მოჰყვა და 20 ივნისის ღამეს პარლამენტის თავმჯდომარე გადააყოლეს, თუმცა გახარია ვერ დათმეს... ივანიშვილის მოსაზრებით, გახარია დარჩა გმირად, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა. ის მისთვის არის ადამიანი, ძალოვანი სისტემიდან, ივანიშვილისთვის ერთგვარი ძლიერების სიმბოლოც კი, რომელმაც კრიტიკის ნიაღვარს გაუძლო და არ დანებდა" - ამბობს ვადიმ მუხანოვი.

რუსი ექსპერტის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილს ექნება სათქმელი, რომ მან “წითელი ხაზი არ გადაკვეთა”, ოპოზიციისთვის არასასურველი პერსონები გაათავისუფლა, მაგრამ გახარია დატოვა, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი და ის უნდა იყოს იმ პოზიციაზე, საიდანაც ქვეყნის კონტროლს შეძლებს..."

RT-თან საუბარში, კიდევ ერთი ექსპერტი დმიტრი სოლონნიკოვი ამბობს რომ, მამუკა ბახტაძის გადადგომა ქვეყნის შიდა კრიზისის გამოძახილი იყო.

"ის, რომ ქვეყნის შიგნით არასტაბილური ვითარებაა, ყველანაირად ჩანს: ეს ეხება ეკონომიკურ სიტუაციას, ფინანსური სიტუაციის გაურესებას, ლარის კურსის ვარდნას, ამ ყველაფერს რაღაც გაგრძელება უნდა ჰქონოდა, ანუ ვინმე უნდა ყოფილიყო დამნაშავე და ამ სიტუაციაში, ასეთი დამნაშავე იპოვეს, რომელიც თანამდებობიდან გადადგა..." - ამბობს რუსი ექსპერტი.

მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, რა განხადებებს გააკეთებს ახალი ხელმძღვანელობა, - ეს იქნება მეტი აქტიური კონტაქტი ვაშინგტონთან, ევროპასთან, თავის კავკასიელ მეზობლებთან თუ რუსეთთან" - ამბობს სილონნიკოვი და დასძენს, რომ ეს განცხადებები ქვეყნის კურსის განმსაზღვრელი იქნება.

აღსანიშნავია რომ, ახალი პრემიერის კანდიდატურას დღეს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვიც გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, სწორედ დეპუტატი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ 21 ივნისს პოლიციის ძალით, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები 76-ე დღეა გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე