ავტორი:

"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება

"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება

როგორც ამბობენ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემა უახლოეს კვირებში ეთერში გავა. ამ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილმა "რუსთავი 2" დატოვა, ნაწილი ძველ, მაგრამ განახლებულ გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. AMBEBI.GE დილის გადაცემის წამყვანს ანი გიუნტერს ესაუბრა, რომელიც არხზე საქმიანობას აგრძელებს და მიაჩნია, რომ ვინმეს წასვლა-არწასვლაზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის.

"კონკრეტულად მე რაც მეხება, იმას გეტყვით, რომ "რუსთავი 2"-ზე მუშაობას ვაგრძელებ. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ გუნდი უკვე სამუშაო რეჟიმშია. სწორედ ახლა გვაქვს საცდელი სინჯის ჩაწერა თანაწამყვანებთან, რომელთა სახელებისა და გვარების გაგონება, დამერწმუნეთ, ყველას გააკვირვებს. სპორტულ ჟურნალისტებს საკუთარ საქმიანობაში საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ და ძალიან ღრმა ცოდნაც. ამიტომ ასეთ ადამიანებთან მუშაობა კომფორტულია. ასევე შერჩეულები არიან ინტერნეტმიმომხილველები, თუმცა მათ გვარებს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, ისინი საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები არიან.

რაც შეხება ჩვენს ყოფილ პროდიუსერს, იცით, რომ მან საკუთარი ძალების სხვა სივრცეში მოსინჯვა გადაწყვიტა, მაგრამ არის ლიკუნა ნოზაძე, რომელსაც ბევრი ადამიანი იცნობს და ჩვენთვის საყრდენი ძალაა, აქვს ასევე ჟურნალისტური გამოცდილებაც და გვიხარია, რომ პროდიუსერის რანგში ისევ ჩვენი გუნდის წევრად მოგვევლინა. გადაცემის დაგეგმვაში ჩართულია გიორგი ქორქიაც და ახალი ძალებით, შემართებით და პასუხისმგებლობით განაგრძობს საქმიანობას... ჩემთვის გუნდი არის შეკრული და მიხარია.

- მაგრამ გუნდიდან ნაწილი წავიდა...

- მათთან, რა თქმა უნდა, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, არც ერთი მათგანისგან პირადად ჩემზე არ ყოფილა, თუნდაც რაიმეს ირიბი დაძალების მომენტიც კი. პირიქით, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ურთიერთობა. ყველას ჰქონდა ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მთავარია, რომ მე ვრჩები ამ არხზე გუნდთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არის - დათო ფრანგიშვილი, ჟურნალისტი ელენე ჩიტაშვილი, ტექნიკური ჯგუფი, ანუ გადაცემის ძირითადი ბირთვი, გადაცემის მთავარი რეჟისორი ისევ სოსო მჭედლიძე გახლავთ, საოცარი პროფესიონალი და სუპერ ოპერატორები.

- ე.ი. ისევ წამყვანის ამპლუაში გიხილავს მაყურებელი?

- დიახ, დილის წამყვანი... ოღონდ, ამჯერად მუშაობა უფრო დიდი დატვირთვით მომიწევს - კვირაში ხუთი დღე, რაც დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და ახლა სწორედ ამისთვის ვიკრებ მაქსიმალურად ძალებს, რადგანაც მაყურებლის წინაშე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მოკლედ, ვრჩები იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც 14 წელი ვმუშაობდი... ძალიან ერთგულ და კომფორტულ გარემოში.

- მაყურებელი ელოდება და ყველას აინტერესებს, როგორი იქნება "რუსთავი 2" და თუნდაც მისი დილის გადაცემა...

- დიახ, დილის გადაცემის ეტერში გასვლას მაყურებელი ელოდება, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი იყოს დილა "რუსთავი 2"-ზე.

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 6-მა ბავშვმა დატოვა, მუშაობა მიდის კიდევ 10 ბავშვის გაყვანაზე

"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი