ავტორი:

როგორ ემზადება "რუსთავი 2"-დან წამოსული "კომედი ჯგუფის" ნაწილი ახალი სეზონისთვის - თამუნა ლეკვეიშვილი ფოტოებს ავრცელებს

როგორ ემზადება "რუსთავი 2"-დან წამოსული "კომედი ჯგუფის" ნაწილი ახალი სეზონისთვის - თამუნა ლეკვეიშვილი ფოტოებს ავრცელებს

"რუსთავი 2"-დან კადრების წასვლის შემდეგ გაიყო ტელეკომპანიის მთავარი გასართობი შოუების შემოქმედი ჯგუფი - "კომედი ჯგუფი".

ნაწილი, მათ შორის: ვანო ჯავახიშვილი, ოთო ლომთაძე, თამუნა ლეკვეიშვილი, ვანო ფხაკაძე, თათია სულუაშვილი, ნიკა გრიგოლია, ილო ბეროშვილი და სხვა ცნობილი სახეები, სულ 13 ადამიანი, ნიკა გვარამიას "მთავარ არხზე" გადაბარგდნენ.

გუნდის ნაწილი "რუსთავი 2"-ზე დარჩა - დარჩენილებს შორისაა ალეკო მალხაზიშვილი და მისი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებიც უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. მალხაზიშვილის თქმით, "კომედიში" სულ 50 ადამიანი იყო და მათგან 13-მა დატოვა "რუსთავი 2".

ახალი სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს "მთავარ არხზეც", ტელეკომპანია ეთერში 9 სექტემბრიდან გავა.

მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორ ემზადებიან მსახიობები ახალი გადაცემებისთვის. ფოტოებში ჩანან: ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, დიტო კუპატაძე, პაროდისტები - ნიკა კაკაბაძე და ქართლოს ნატროშვილი, ვანო ჯავახიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები.

სავარაუდოდ, არხზე გავა ვანო ჯავახიშვილის შოუ, თუმცა რა ფორმით და რა სახელით გავა ეთერში "კომედი შოუ", ჯერჯერობით უცნობია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს