ავტორი:

"კარი ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო..." - თემქაზე მოკლული ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა

"კარი ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო..." - თემქაზე მოკლული ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა

თემქაზე გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა.

"დილით 10 საათზე დავურეკე და ტელეფონი არ აიღო. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი იყო გასული და მისი მკვლელობის ამბავი გავიგე. როგორც ვიცი, სახლში მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული - მაკლერად მუშაობს. როდესაც მე ვურეკავდი და არ მიპასუხა, სავარაუდოდ, ამბავიც მაშინ მოხდა. სახლის კარი გარედან გასაღების გარეშეც იკეტება. ალბათ, ნაცნობმა გააკეთა ეს ყველაფერი, რადგან ირკვევა, რომ კარი სიმა მირზოევამ ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო. ის უცნობს კარს არ გაუღებდა", - განაცხადა სიმა მირზოევას ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ.

ამასთან, ნათესავები მკვლელობის მოტივად შურისძიებას გამორიცხავენ. როგორც ჟურნალისტებს ზაირა მირზოევამ განუცხადა, სახლიდან მკვლელობის შემდეგ ოქროულობაა წაღებული, რომელიც ოჯახმა ბანკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.

ზაირა მირზოევას თქმით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე ამბობს, რომ ცხედარს თავის არეში ბასრი ჭრილობა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ, ის სკამის ჩარტყმით არის მიყენებული.

თემქაზე, 11-ე მიკრო რაიონის 39 კორპუსის მე- 6 სართულზე მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით,დღეს დაახლოებით 11:30 საათზე, ქალის საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა, რის გამოც გამოიძახეს სამაშველო სამსახური, პარალელურად კი გარდაცვლილის მეუღლეს დაურეკეს, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა. მეზობლებისა და ნათესავების თქმით, ბინაში შესულ სამაშველო სამსახურს და პოლიციას ხანძარი დახვდათ. ქალი კი თავის არეში ბასრი ჭრილობის შედეგად იყო გარდაცვლილი.

გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

VIDEO: შიდა კადრები თემქაზე, მკვლელობის ადგილიდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს