ავტორი:

გახარია განმარტავს, რატომ არ უპასუხა მაკო გომურის კითხვას, რომელიც ელენე ხოშტარიამ წაუკითხა

გახარია განმარტავს, რატომ არ უპასუხა მაკო გომურის კითხვას, რომელიც ელენე ხოშტარიამ წაუკითხა

როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში დასრულდა.

კითხვაზე, რატომ არ უპასუხა მაკო გომურის კითხვას, რომელიც სხდომაზე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა და რატომ უწოდა მას შეფასება, გახარიამ განაცხადა, რომ მაკო გომურს შეკითხვებზე პირადად გასცემს პასუხს.

"არ მოგვეცა საშუალება. ეს იყო ზუსტად დაფიქსირებული, როგორც შეფასება, და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესეც ჩემი პოზიციაა", - განაცხადა გახარიამ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.

“მინდა მაკო გომურის კითხვა წავიკითხო, რომელმაც მთხოვა, რაკი მას კითხვის დასმის საშუალება არა აქვს, ეს წავიკითხო: - რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შესძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და ჯარი არ დაემორჩილა, რანაირად შესძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა", - წაიკითხა მაკო გომურის სახელით პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა - როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები