ავტორი:

თიანეთში მამაკაცმა მეზობელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

თიანეთში მამაკაცმა მეზობელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა მეზობელი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.

როგორც kvirispalitra.ge წერს, ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელ ოლეგ მამადაშვილს ჯერ ზურგის არეში დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით (109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით) დაიწყო. დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1982 წელს დაბადებული პირი უკვე დაკავებულია.

სოფელში ამბობენ, რომ მეზობლებს შორის ჩხუბი და კონფლიქტი არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურა მამადაშვილი წარსულში ნასამართლევია და ის ციხიდან შეწყალებით გამოვიდა.

შემთხვევა სოფელ მამადაანებში 6 სექტემბერს მოხდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო