ავტორი:

"საკუთარ დაზე ძალადობდა, ბიძაშვილი ქამრით სცემა" - გაათავისუფლებენ თუ არა დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებულს და რას ამბობს მასზე ადვოკატი

"საკუთარ დაზე ძალადობდა, ბიძაშვილი ქამრით სცემა" - გაათავისუფლებენ თუ არა დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრაში ბრალდებულს და რას ამბობს მასზე ადვოკატი

სამი დღის წინ, თბილისში მოდის კრიტიკოსის - დალი ჩიტალაძის 39 წლის ვაჟი, ისტორიკოსი ვახო სუთიძე დაჭრეს. უცნობი მამაკაცი სუთიძეს თავს სახლის სადარბაზოში დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მას მეცხრე საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავა.

AMBEBI.GE ვახო სუთიძის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს ესაუბრა:

- პირი, რომელიც ვახოს თავს დაესხა, სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გამოძიებამ მაქსიმალურად იმუშავა იმაზე, რომ ყოფილიყო მტკიცებულებების ერთობლიობა და მისთვის ბრალი 48 საათში წაეყენებინათ. იყო გათავისუფლების შანსი, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ იპოვეს დანა და მოწმეები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ.

ნიშანდობლივია, რომ თავდამსხმელს წინასწარ ჰქონდა შესწავლილი ის ადგილი, სადაც ვახო სუთიძეს თავს დაესხა. სწორედ ამიტომ, შიდა კამერებში არაფერი ჩანს. თუმცა, არსებობენ ადამიანები და გარე კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ აედევნა ის ვახოს და ექსპერტიზაც დაადასტურებს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

- თავად დაკავებული რას ამბობს?

- დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ ვახოს ჩუმად გაჰყვა, მაგრამ თავდასხმის ფაქტს უარყოფს. ჩვენი ინფორმაციით, მან ქამრით სცემა საკუთარი ბიძაშვილი. ასევე სცემა საკუთარი და, სამი დღით ადრე უმიზეზოდ ჩაარტყა ეკლესიაში სტიქაროსანს. მას პირობითი აქვს, რადგან შემაკავებელი ორდერი ჰქონდა დარღვეული. როგორც ვიცით, შემაკავებელი ორდერი დის ცემის ფაქტზე გამოუწერეს.

- გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა?

- შესაძლოა, ასეც იყოს და ეს თუ დადასტურდება, მას გაათავისუფლებენ პატიმრობიდან. ამის მიუხედავად, მაინც ვითხოვთ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას და ვნახოთ, რა პასუხი იქნება. ამ კუთხით ძალიან ცუდი მდგომარეობაა... თუ დაუდგინდა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ერთი წლით გადაიყვანენ, წამლებს მისცემენ, დაამშვიდებენ, შემდეგ გაათავისუფლებენ და თუ წამალს არ დალევს, ისევ იგივეს ჩადენის საფრთხეა.

მამა გიორგის ჩვენება დევს საქმეში, ყველამ იცის, ვინც არის ეს კაცი. საკუთარ დაზე ძალადობდა, წარმოგიდგენიათ რა დონეზე მიიყვანა და, რომელმაც უჩივლა? საშიში და მოძალადე ადამიანია.

- თავად სუთიძე როგორ არის ახლა?

- ვახო კარგად არის. კარგი ექიმი შეხვდა. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დაუგეგმავი ინციდენტის გამო ჯანმრთელობა გიზიანდება, სახელმწიფო არანაირ თანამონაწილეობას არ იღებს. ქუჩაში თუ შემთხვევით სიკვდილს გადაურჩი, მატერიალური ხარჯებიც ოჯახმა უნდა გაწიოს.

ვახოს ვინც იცნობს, ყველამ იცის, როგორი წესიერი და მორწმუნე ადამიანია, სწორედ ამიტომ აირჩია ის თავდამსხმელმა. ვახო იხსენებს, რომ იმ დღეს ეკლესიაში როცა დაინახა, მას აკვირდებოდა. უცნაურად ჩაცმული, ჩუმი ადამიანია. ვახოს წინიდან რომ დახვედროდა, შესაძლოა მოეკლა. ამ ინციდენტით ოჯახს ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანიც მიადგა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ

ინფორმაცია, რომ ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელმაც მაღალი ძაბვის ბოძიდან სცადა გადმოხტომა, 3020 ლარით დაჯარიმდა, ტყუილია - რა განაცხადეს შსს-ში

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა