ავტორი:

აშშ-ში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი "ტირის" - ტაძარი გაკოტრებულია და 2.5 მლნ დოლარად იყიდება

აშშ-ში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი "ტირის" - ტაძარი გაკოტრებულია და 2.5 მლნ დოლარად იყიდება

ჩიკაგოში მდებარე ეკლესიაში, რომელსაც გაკოტრების გამო გაყიდვას უპირებენ, ღვთისმშობლის ხატი „ტირის“ – ABC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ტაძარში მომუშავე ადამიანები და მრევლი საუბრობს.

იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ წმინდა სამების სახელობის ბერძნული ეკლესიის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, მორწმუნეები ტაძართან არიან შეკრებილები და მოითხოვენ, ხატის ეკლესიიდან გატანა არ დაუშვან. ისინი მიიჩნევენ, რომ ხატის ცრემლები ღვთიური ნიშანია.

მრევლმა ეკლესიასთან ღამე გაათენა. ამბობენ, რომ იბრძოლებენ, ხატმა ეკლესია რომ არ დატოვოს. თუმცა ჩიკაგოში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს სხვა გეგმები აქვთ - მათ სურთ, ხატი ტაძრიდან გაიტანონ, რომ სასწაულის ნამდვილობა დაადგინონ. მრევლში კი ამბობენ, რომ ხატის შესწავლა ეკლესიაშივეა შესაძლებელი.

ამასთან, მორწმუნეებს იმედი აქვთ, გაკოტრებული ეკლესიის გამოხსნას თავადაც შეძლებენ და საჭირო თანხის - 2.5 მლნ აშშ დოლარის შეგროვებას გეგმავენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"