ავტორი:

როგორ ავიხდინოთ სურვილები - საიდუმლო, ფიქრების მიზიდულობის ძალის შესახებ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გვიმალავდნენ

როგორ ავიხდინოთ სურვილები - საიდუმლო, ფიქრების მიზიდულობის ძალის შესახებ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გვიმალავდნენ

ფიქრი რომ ენერგიაა და რაზეც ვფიქრობთ, იმას რომ ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში, გსმენიათ ალბათ. ოცნებების ასრულების ეს მეთოდი, ახალი არ არის, უძველესი საიდუმლოა, უბრალოდ ადრე მისტიკის სფერო იყო, ახლა კი უკვე მეცნიერებიც ამტკიცებენ, ყველა გასაღები თქვენს გონებაშია და ბედისწერასაც მხოლოდ თქვენი ფიქრები წერენო. მიზიდულობის კანონს უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი იყენებს წარმატებისთვის, ბევრი ამაზე არ ლაპარაკობს, ბევრიც კი საიდუმლოს გვიმხელს: ოპრა უინფრი, ჯიმ ქერი, უილ სმიტი, არნოლდ შვრაცნეგერი და სხვები… ისინი გვიმტკიცებენ, რომ წარმატება სწორედ ამ გზით მოიზიდეს.

მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე შემოქმედებაა. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ საკუთარი ფიქრების, ემოციების და ნების მართვას და ამიტომ ხშირად წარმატების მაგივრად, ბევრ ნეგატიურ მოვლენას ან ადამიანს ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში...

ამ სტატიაში 10 ნაბიჯს შემოგთავაზებთ, რომელიც დაგეხმარებათ მიმართულება მისცეთ თქვენს ოცნებებს და ის ყველაფერი მოიზიდოთ რაც გსურთ, იმის მოზიდვის მაგივრად, რის გაცნობიერებასაც ვერ ახერხებთ:

ჩამოყალიბდით საკუთარ ოცნებაში - "თუკი არ იცი სად მიდიხარ, აუცილებლად მოხვდები სხვაგან"

ჯერ უნდა გაერკვეთ იმაში, თუ რა გსურთ… ჩვენ ყველას გვაქვს ოცნებები, მაგრამ იშვიათად მინახავს ვინმე, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა და რა სჭირდება ბედნიერებისთვის. ძალიან კარგად მესმის მათი, მეც ასე ვიყავი და ხანდახან ახლაც მემართება ხოლმე. თუკი ვერ ახერხებთ იმის კონკრეტულად ჩამოყალიბებას, რაც გინდათ, იმაზე დაიწყეთ ფიქრი, რაც ძალიან მოგწონთ. მაგალითად, კარგ სამსახურზე, მოგზაურობაზე, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მერე ნელ-ნელა ეცადეთ დაკონკრეტდეთ: რა სახის სამსახური გინდათ? რა პროფესიით მუშაობა გინდათ? სად გსურთ საკუთარი თავის რეალიზაცია? სად გინდათ იმოგზაუროთ? ვისთან ერთად? რა სახის ურთიერთობები გსურთ? რამდენი პარტნიორის ყოლა? ყველაფერი ერთ წინადადებამდე დაიყვანეთ და ფურცელზე დაწერეთ. აი, დაახლოებით ასე: მე მინდა მოგზაურობა ნეპალში, მე მინდა ვმუშაობდე ჟურნალისტად, მე მინდა მქონდეს ჩემი სახლი, მე მინდა მყავდეს შეყვარებული… ფურცელი მატერიაა, თქვენი ოცნება უკვე არსებობს მატერიის სახით, ფიქრმა უკვე მატერიალური ფორმა მიიღო. ჯიმ ქერიმ, იმ პერიოდში, როცა დამლაგებლად მუშაობდა საკუთარ თავს ჩეკი გამოუწერა წინასწარ და მთელი ცხოვრება ინახავდა ამ ჩეკს. ეს ფურცელი კედელზე ჩამოკიდეთ და რამდენჯერაც შეხედავთ გაიმეორეთ. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს