ავტორი:

რას წერს რუსული მედია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე

რას წერს რუსული მედია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა, რომლის სახელწოდებაც "ლელო" იქნება. მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა. ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

"საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დააფუძნა, რომლითაც 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყებს ბრძოლას..." – ასე ეხმაურება რუსული მედია აღნიშნულ პროცესს.

"თავისი მოძრაობის პრეზენტაციისთვის მან ქალაქი ანაკლია აარჩია, სადაც ახლა ღრმაწყოლვანი პორტი შენდება და რომლის ავტორი თავად ხაზარაძეა. რამდენიმე ხნით ადრე პროკურატურამ მის წინააღმდეგ ფულის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მთლიანმა თანხამ 17 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა ხაზარაძე ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურ საფუძველს ატარება, რათა პორტი არ აშენდეს..." – წერს გამოცემა ria.ru, რომლის ცნობითაც, ქართველი ექსპერტები მას "ქართული ოცნების" სერიოზულ კონკურენტად აღიქვამენ. როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე თვეში გაირკვევა, რა შეუძლია მას და რეალურად რის შეცვლას შეძლებს მისი ჯგუფი.

"გიორგი გახარია - "ქართული ოცნების" მეხუთე იმედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას eadaily.com, სადაც ასევე საუბარია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლაზე. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის ნდობით სავსე პირის გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა "ქართული ოცნების" პოზიციების გამყარების ერთგვარი წინაპირობა იყო, რადგან პოლიტიკაში საკმაოდ წონიანი ფიგურა მამუკა ხაზარაძე მიდის, რომელსაც ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან საინტერესო "ბექგრაუნდი" აქვს...

"უკვე იკვეთება კონტურები, თუ ვინ გახდება მმართველი პარტიისთვის კონსტრუქციული ოპოზიცია და შენარჩუნდება თუ არა ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკაში. ანალიტიკოსების თქმით, 2020 წლისთვის სერიოზულ შიდაპოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან. უკვე გაზაფხულზე ცხადი იქნება, თუ რომელი პოლიტიკური ძალები მოხვდებიან საქართველოს პარლამენტში" – წერს გამოცემა.

"ქართველი ბანკირი, რომლის საქმეც გამოძიებაშია, იძულებული გახდა, პოლიტიკური ცვლილებებისთვის, პოლიტიკური პარტია დაეფუძნებინა" - წერს გამოცემა interfax.az, რომლის ცნობითაც, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ქვეყანას მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება.

"ხაზარაძის პარტია ქართველ ამომრჩეველში მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს" - წერს interfax.az.

"მოჯადოებუელი წრე ანაკლიის პროექტის გარშემო" - წერს ekhokavkaza.com, რომლის ცნობითაც, ახალი მთავრობის პირობებშიც ანაკლიის პროექტის ბედი ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ყოფილი და მოქმედი დიპლომატები მხარს უჭერდნენ.

რუსული მედიის ცნობით, ქართველი საგზადოება უკვე სრულად არის ინფორმირებული ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მათთვის ხაზარაძის მხარდაჭერა პორტის აშენებასთან ასოცირდებოდეს. "ეს კი ყოფილ ბანკირს ძალიან კარგ კოზირს აძლევს..." – წერენ რუსები სოციალურ ქსელებში.

"მამუკა ხაზარაძემ პოსტი ხელისუფლების მწვავე ზეწოლის ქვეშ დატოვა და პოლიტიკაში წავიდა. საქმე ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსგან" სრულიად განსხვავდება, რომ არაფერი ვთქვათ, პატარ-პატარა პარტიებზე. შესაბამისად, მას სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ წრეებში უჭერენ მხარს.

ადგილობრივი ექსპერტების თქმით, მას შეიძლება ხმა მისცენ, როგორც "ოცნების" ასევე, "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოსგან" იმედგაცრუებულმა ამომრჩეველმა. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ ოქროს შანსს ხაზარაძე" - წერს გამოცემა ng.ru.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები