ავტორი:

აფეთქება თურქეთში - დაიღუპა შვიდი და დაშავდა ათი ადამიანი

აფეთქება თურქეთში  - დაიღუპა შვიდი და დაშავდა ათი ადამიანი

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია შვიდი და დაშავებულია ათი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ავტომობილმა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა, გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა.

რეგიონის გუბერნატორის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, „ქურთების მუშათა პარტიის“ ბოევიკებმა დაამონტაჟეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე