ავტორი:

21 წელი კურსკის ტრაგედიიდან: საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს (AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი)

21 წელი კურსკის ტრაგედიიდან: საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს (AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი)

ნახეთ დეტალები AMBEBI.GE-ს სპეცპროექტში "კურსკის კატასტროფა"

21 წლის წინ, ბარენცის ზღვაში რუსული ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი (АПЛ Курск) ჩაიძირა. ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა. 2000 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედიიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგ, შემთხვევის ირგვლივ უამრავი საეჭვო გარემოება და ვერსია არსებობს.

AMBEBI.GE კურსკის ტრაგედიის შესახებ მომზადებულ სპეცპროექტში ამ ვერსიებსა და გარემოებებს გაგახსენებთ და ახლებურად დაგანახებთ.

ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი იმდენად მცირე სიღრმეზე ჩაიძირა, რომ მისი დანახვა ზედაპირიდანაც კი იყო შესაძლებელი, თუმცა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებმა მაშინ განაცხადეს, რომ კურსკის "აღმოსაჩენად" 30 საათზე მეტი დასჭირდათ...

NATO-ს 11-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ოპერაციაში მათ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გაჩნდა ეჭვი, რომ კრემლმა დახმარების მიღება განგებ გააჭიანურა... ტრაგედიიდან 5 დღის შემდეგაც კი მეზღვაურების ამოყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ამან რუსეთის პირველი პირის სიჯიუტე ვერ გატეხა - ვლადიმერ პუტინმა საზაფხულო რეზიდენციიდან უპასუხა მედიისა და საზოგადოების ინტერესს: "სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ჩრდილოეთის ფლოტს აქვს ყველა შესაძლებლობა და მატერიალური რესურსი, რომ სამაშველო ოპერაცია უცხოური დახმარების გარეშე განახორციელოს".

AMBEBI.GE-მ პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთი დაღუპული მეზღვაურის დედასთან ნადეჟდა ტილიკთან. ტრაგედიის დღეებში ამ ქალის მწვავე გამოსვლები და კრიტიკით სავსე განცხადებები რუსეთის ხელისუფლებას უხერხულობას უქმნიდა, თუმცა წლების გასვლის შემდეგ ტილიკის რიტორიკა საგრძნობლად შეცვლილია...

ნახეთ დეტალები AMBEBI.GE-ს სპეცპროექტში "კურსკის კატასტროფა"

ავტორები: ლევან ტაბატაძე; სალომე აბულაშვილი

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"