ავტორი:

NDI-ის კვლევის შედეგები - გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა

NDI-ის კვლევის შედეგები - გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარს კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ ჰქონია.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51% ამბობს, რომ - არა. მხოლოდ 1%-მა არ იცის პასუხი კითხვაზე.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება.

კერძოდ, რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34%-ის აზრით - ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29% ტერიტორიულ მთლიანობას, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ