ავტორი:

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შესაძლოა თუ არა, ომი დაიწყოს

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შესაძლოა თუ არა, ომი დაიწყოს

გასული ზაფხულის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაიძაბა ურთიერთობა სპარსეთის ყურეში ირანსა და შეერთებულ შტატებს, ასევე რეგიონში მის მოკავშირეებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ზოგადი დაძაბულობით, თუმცა 20 ივნისს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC-ის) საჰაერო ძალებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმები ირანზე შეტევამდე 10 წუთით ადრე გააუქმა, ამის მიზეზად კი არაპროპორციული პასუხი დაასახელა - ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ანუ ადამიანური მსხვერპლი ინციდენტს არ მოჰყოლია, ამერიკული დარტყმების შედეგად კი ირანის მხრიდან 150 ადამიანი დაიღუპებოდა.

ამას მალევე მოჰყვა დაპირისპირების ახალი ტალღა. 4 ივლისს გიბრალტარის სრუტეში დააკავეს ირანის მფლობელობაში არსებული ნავთობის ტანკერი Grace 1, რასაც მალევე მოჰყვა ირანის მხრიდან სპარსეთი ყურეში უკვე დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული ტანკერის Stena Impero დაკავება. აღსანიშნავია, რომ Grace 1, რომელსაც შემდეგ Adrian Darya 1 უწოდეს, უკვე გაანთავისუფლეს, ბრიტანული ტანკერი კი ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.

ამის შემდეგ ვნახეთ, რომ უკვე ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი სპარსეთის ყურეში, საკუთარი სამხედრო ხომალდების დაცვის მიზნით, თუმცა ამას რაიმე ძლიერი პასუხი ირანის მხრიდან არ მოჰყოლია.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბოლოს მომხდარი თავდასხმა საუდის არაბეთში არსებულ ნავთობტერმინალებზე აბკაიკსა და ჰურაისში ამ მოვლენებთან კავშირში უნდა განვიხილოთ. ეს არის ირანი-შეერთბულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის დაპირისპირების გაგრძელება, რაც ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სახიფათო ხდება.მართალია თავდასხმაზე იემენში არსებულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს დაახლოვებით იმ სცენარს ჰგავს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში არსებული დე-ფაქტო მთავრობა საზღვარს გადმოწევს, ოფიციალური მოსკოვი კი განაცხადებს ხოლმე, რომ მათ ამასთან საერთო არაფერი აქვთ.

იგივე ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაშიც - ჰუსიტების დაჯგუფებას ზურგს უმაგრებს ირანი. თეირანი ოფიციალურად უარყოფს, რომ არათუ თავდასხმაში არ მიუღია მონაწილეობა, არამედ ამასთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ როდესაც საქმე ეხება ამ მასშტაბის შეტევას, ეს ირანის ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების მთავობამ უკვე გაასაჯაროვა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ შეტევა განხორციელდა ერაყის მხრიდან. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეომ ირანი დაადანაშაულა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას თავდასხმების დაგმობისკენ.

საინტერესოა ის ცნობები, რაც მედიაში (New York Times, ABC და Reuters) ვრცელდება არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე