ავტორი:

რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება

რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება

რა იცით ჰოროსკოპებზე? იცით თუ არა, რომ გარდა ჩვეულებრივი და აღმოსავლური ჰოროსკოპისა, არსებობს სტრუქტურული ჰოროსკოპიც, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ენერგიას ახასიათებს და ხსნის.

ადამიანის ფსიქოტიპის აღწერისა და მომავლის პროგნოზისთვის ასტროლოგთა უმრავლესობა დასავლურ და აღმოსავლურ სისტემებს იყენებს. დასავლური ჰოროსკოპი დაწვრილებითი დახასიათებაა თვის მიხედვით, ხოლო აღმოსავლური - წლის მიხედვით ახასიათებს ადამიანს.

და რა მოხდება, თუ ამ ჰოროსკოპებს გავაერთიანებთ? როგორი იქნება პროგნოზი? სწორედ ამ შერეულ ჰოროსკოპს ეწოდება სტრუქტურული ჰოროსკოპი. იმისთვის, რომ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი გაარკვიოთ, მოძებნეთ ცხრილში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და აღმოსავლური კალენდრის მიხედვით - წლის სიმბოლო. მათ გადაკვეთაზე კი მოძებნეთ რომაული რიცხვი და ქვემოთ მისი განმარტება წაიკითხეთ.

გაშიფვრა:

მეფე (I)

ეს ადამიანები დაბადებიდან ჭკვიანები, ბრძენები და მიზანსწრაფულები არიან. ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვიან და საკუთარ თავსაც კი არ ინდობენ. მათში უზარმაზარი ინტელექტი, ფიზიკური და ფსიქიკური პოტენციალია. ეს ადამიანები დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ. კარიერაში წარმატებულნი არიან და მატერიალურ დანაკლისს და უსახსრობას ნამდვილად არ უჩივიან.

ამასთან, ძალიან მეგობრულნი არიან და მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მასში მისაბაძ მაგალითს ხედავენ. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ იღბალი მათი თანამგზავრია, მაგრამ ეს ასე არაა. მათი ყოველი წარმატება დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგია.

იმისთვის, რომ პოტენციალი სრულად გამოიყენონ, ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან ფუჭ დიდებასა და გარშემომყოფებზე მბრძანებლობის სურვილზე. არ აჰყვეთ ისეთ გრძნობებს, როგორიცაა შური, ვერაგობა, სიხარბე, ბოროტება. წარმატებას მხოლოდ თქვენი სიბრძნისა და კეთილგონიერების წყალობით მიაღწევთ.

ბელადი (II)

ეს ადამიანები თანდაყოლილი ხელმძღვანელობის და ლიდერობის ნიჭით გამოირჩევიან. მათ იციან რა სჭირდებათ გარშემომყოფებს, შეუძლიათ სხვებს შთააგონონ, დააინტერესონ და მათი ძალისხმევა სწორი გზით მიმართონ. მათი ძალა არა მათი ინტელექტი, არამედ დარწმუნების უნარია. მათი ცხოვრების მიზანი კი-სხვებს წინ გაუძღვნენ.

იმისთვის, რომ ჰარმონიას მიაღწიონ, ბელადებისთვის აუცილებელია თვითრეალიზაცია. სასურველია, ხელმძღვანელ თანმამდებობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოადგილედ მაინც, ან მასწავლებლად. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ჭეშმარიტი ბელადები არასდროს არ იტყუებიან და თვალთმაქცობენ. ისინი სამართლიანობას და სხვა ადამიანების ნებას აფასებენ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს