ავტორი:

"ნავთობის კრიზისი" და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია?

"ნავთობის კრიზისი" და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია?

ახლო აღმოსავლეთში ვითარება იმაზე სწრაფად იძაბება, ვიდრე ამას საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობდნენ. რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რაც საუდის არაბეთის ხელისუფლებამ "აგრესიისა და საბოტაჟის უპრეცედენტო აქტად" შეაფასა, თუმცა, ირანი ღიად არ დაუდანაშაულებია.

აფეთქების შეფასებისას მკაცრი იყო აშშ-ს პირველი პირი დონალდ ტრამპი, რომლის თქმითაც, როგორც ჩანს, ობიექტებზე თავდასხმების უკან თეირანი დგას, თუმცა აღნიშნა, რომ არ აპირებს სამხედრო ძალით მყისიერად უპასუხოს ამერიკის მოკავშირეზე დარტყმას.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო იემენის მეამბოხე ჰუსიტების დაჯგუფებამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, თუმცა, ეს სარწმუნოდ არავის მიუჩნევია. თავის მხრივ, თეირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ინციდენტის გამო საუდის არაბეთში ორჯერ შემცირდა ნავთობის მოპოვება. ეს მთელ მსოფლიოში ნავთობის მიწოდების 5%-ს შეადგენს. ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

ექსპერტების ვარაუდით, თუ ირანი ნამდვილად არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმებზე, მაშინ მისი გზავნილი აშკარაა: მსგავსი თავდასხმები ნავთობის გლობალურ ინდუსტრიაზე ძალიან იმოქმედებს.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">Yemen&#39;s Houthi rebels have claimed responsibility over the drones that struck two Saudi Aramco facilities, causing fires. <a href="https://t.co/RNlhgU6vns">pic.twitter.com/RNlhgU6vns</a></p>&mdash; Al Jazeera English (@AJEnglish) <a href="https://twitter.com/AJEnglish/status/1173461509424308224?ref_src=twsrc%5Etfw">September 16, 2019</a></blockquote>

არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე და როგორ შეიძლება აისახოს კონფლიქტის ესკალაცია საქართველოზე? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ ექსპერტებს მიმართა:

აღმოსავლეთმცოდნე, "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ამბობს რომ, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მეზობლად დაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს:

"ასეთი სახის კონფლიქტები ყოველთვის აისახება სხვა ქვეყნებზე, მით უფრო საქართველოზე, რადგან ეს რეგიონი ჩვენთან ახლოს არის. ასე რომ, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაპირისპირება მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ორივე მხარეს საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალები დგანან: ერთ მხარეს ირანის ისლამური რესპუბლიკა და მის გარშემო მყოფი ძალები, მეორე მხარეს - საუდის არაბეთი და მისი მომხრე, ძირითადად არაბული სუნიტური ქვეყნები

ასე რომ, ეს და მსგავსი ინციდენტები, ნამდვილად ქმნის მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეებს, რასაც ყოველთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. მაგალითად, ლტოლვილთა დიდი ნაკადი, რადიკალური ჯგუფების გააქტიურება, შემდეგში კი, ტერორისტული აქტების საფრთხე...

საერთოდ კი, კონფლიქტის გამწვავების შედეგად, ამ რეგიონის მოსახლეობის ნებისმიერი მიმართლებით დაძვრა პირდაპირ გვიქმნის საფრთხეს, რადგან იქ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 5% რომ რაიმე მიმართულებით წავიდეს, ეს უკვე 25 მილიონი ადამიანია, რაც თავისთავად აისახება სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი, მეზობელ რეგიონებზე.

- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს პანკისის ხეობა, საიდანაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ხდებოდა გადინება...

- დიახ, თუმცა, არა მხოლოდ პანკისის ხეობიდან, სხვა რეგიონებიდანაც მიდიოდნენ სირიასა და ერაყში საბრძოლველად და ეს რეალობაც გასათვალისწინებელია. თუმცა, სამწუხაროდ, პანკისის სიტუაციამაც გვაჩვენა, რომ ამ რეგიონში მიმდინარე პროცესები საქართველოზე პირდაპირ აისახება და ვერ ვიტყვით, რომ კარგი კუთხით, საფრთხეები საკმაოდ მრავალფეროვანია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, თუ ირანის აფეთქებაში მონაწილეობა დამტკიცდა, აშშ შესაბამის პასუხს გასცემს მას:

"ჩვენს მეზობელ ახლო აღმოსავლეთში, ვითარების დაძაბვა, პირველ რიგში შავი ოქროს, ანუ ნავთობის ფაქტორით არის გამოწვეული. ბოლო დროს, საუდის არაბეთს 10-მდე ნავთობტერმინალი აუფეთქეს. მსგავსი მასშტაბის აფეთქება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკული ბომბდამშენები ნაცისტურ გერმანიას რუმინეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უბომბავდნენ, რათა მათთვის პრობლემები შეექმნათ...

დაახლოებით ერთი თვის წინ, ზედიზედ 4 ტანკერი ააფეთქეს, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. თავიდან გამოითქვა ეჭვი, რომ ირანის სპეცსამსახურებისა და ირანის საზღვაო ძალების მიერ იყო გაკეთებული ეს ყველაფერი

ბოლო აფეთქებაზე ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც დიდი ეჭვია, რომ ეს ირანის შეკვეთით არის გაკეთებული, რადგან არსებული ინფორმაციით, მათ ირანი ამარაგებს და იმ ტერიტორიიდან, რომელსაც დაჯგუფება აკონტროლებს, აფეთქების ადგილამდე 1000 კილომეტრზე მეტია და მათი დრონები იმხელა მანძილზე ვერ იფრენდნენ.

- არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ასეთი ლოკალური თავდასხმები მასშტაბური სამხედრო ოპერაციების მიზეზი გამხდარა. ახლა რამდენად არსებობს საფრთხე?

- თუ დამტკიცდა, რომ ამის უკან ირანი დგას, საუდის არაბეთიც და ამერიკაც აუცილებლად გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს.

- ირანის უკან რუსეთი დგას, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია...

- დიახ, როგორც კი ეს ათი ნავთობტერმინალი დაიბომბა, საუდის არაბეთი იძულებული გახდა, ნავთობის გადაზიდვის პროცესი შეეფერხებინა. ეს კი, პირველ რიგში რუსეთის ინტერესებშია, რომელმაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში უზარმაზარი მოგება მიიღო, ნავთობის ფასი ძალიან ავარდა. ასე რომ, პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში - "ოპეკში" (The Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) საუდის არაბეთის წვლილი შემცირდეს და რუსეთმა მეტი გაყიდოს.

ამიტომ თქვა აშშ-მ, რომ თუ საჭირო გახდა, ჩემს რეზერვებს გავხსნი, დიდ პარტიებს შემოვიტან, რათა ფასმა დაიწიოსო. თუ ირანს დაუმტკიცეს, რომ აფეთქება მისი ორგანიზებულია, ძნელია იმის პროგნოზი, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

თუ საუდის არაბეთი ამერიკის მხარეს დადგება და სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტს, არსებობს საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება მასშტაბური გახდეს

თუნდაც იმიტომ, რომ ირანს აქვს რესურსი, ორმუზის სრუტეში ან მეზობელ ქვეყნებში ნავთობტერმინალების აფეთქებების სერია დაიწყოს, რასაც, ასევე მოჰყვება ირანის წინააღდეგ საპასუხო ნაბიჯები. მთლიანობაში კი, ყველაფერი უფრო მასშტაბური დაპირისპირების სახე მიიღებს.

- ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება პროცესები საქართველოზე აისახოს?

- ბევრნაირად შეიძლება აისახოს: პირველ რიგში, ეკონომიკურად ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასზე.

თუ დაპირისპირება მასშტაბური გახდა, რასაც შესაძლოა, ნავთობსადენების აფეთქება მოჰყვეს (როგორც ეს ერაყის ომის ხდებოდა), კატასტროფულად არა, მაგრამ ჰაერის დაბინძურებას მაინც გამოიწვევს... ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე თუ დადგა, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველო კი არა, მთელ მსოფლიოზე იქონიებს გავლენას.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია: სირიაში, ირანულმა ძალებმა პოზიციები გაიმაგრეს, რადგან ასადის მმართველობას "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში ეხმარებოდნენ. ეს ვითარება სათავისოდ გამოიყენეს, ისრაელის საზღვარს "მიუჩოჩდნენ" და იქვე სამხედრო ბაზებიც კი შექმნეს...

თუ მანამდე, ისრაელს ირანის სარაკეტო თავდასხმის ნაკლებად ეშინოდა, რადგან მათ შორის ერაყისა და სირიის ტერიტორიები იყო, ახლა ირანელ სამხედროებსა და მათ მხარდამჭერ შიიტურ დაჯგუფება "ჰესბოლას," წმინდა სამხედრო ტექნიკური კუთხით, მეტი საშუალება მიეცა ისრაელის ქალაქებში უფრო ზუსტი და სწრაფი სარაკეტო დარტყმები განახორციელოს...

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე