ავტორი:

ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულებს შორის ყოფილი პედაგოგია: "კონტრაქტები გაუფორმა მშობლებს... მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ"

ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულებს შორის ყოფილი პედაგოგია: "კონტრაქტები გაუფორმა მშობლებს... მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებია.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებულთაგან ერთ-ერთი უცხოელი მასწავლებელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ზეღდულეთის საჯარო სკოლაში მუშაობდა.

„ეს ადამიანი წლების წინ მუშაობდა სოფლის სკოლაში პედაგოგად. მერე წავიდა, მოგვიანებით კვლავ გამოჩნდა სოფელში, თუმცა, სკოლაში აღარ მუშაობდა, ამბობდა, რომ საქართველოში სამოდელო ფოტოსტუდია ჰქონდა და მას ხელმძღვანელობდა. როგორც ვიცით, გარკვეული კონტრაქტებიც გაუფორმა რამდენიმე მშობელს და მათ შვილებს იღებდა ე.წ. სამოდელო სტუდიაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სიბინძურე ხდებოდა? ყველა აღშფოთებულია სოფელში. ისეა ხალხი აღელვებული, მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ. თავდაპირველად ის ყოფილი პედაგოგი და ზეღდულეთის მცხოვრები ერთი ქალი დააკავეს, შემდეგ - კიდევ 5 ადამიანი, პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მაგრამ არაოფიციალურად ვიცით, რომ სავარაუდოდ, სხვა მშობლებიც არიან ამ საქმეში მხილებულები და გამორიცხული არ არის, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ზეღდულეთში.

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ