ავტორი:

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"

უშგულის თემს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. 28 წლის ბექა ღვაჩლიანი აღნიშნულ პოსტზე ორი კვირის წინ კონკურსის წესით დაინიშნა.

როგორც AMBEBI,GE-ს თავად უყვება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის მხრიდან მისადმი ნდობამ განაპირობა. ახალგაზრდა წარმომადგენელს თემის განვითარებისთვის ბევრი გეგმები აქვს და მის განხორციელებას მოსახელობის, თემთა საბჭოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური მთავრობის ჩართულობით აპირებს. გვიყვება, რომ უშგული დიდი გამოწვევების წინაშე დგას და მისთვის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება მიუღებელია.

"ჩემი სურვილი იყო ეს და კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ეს სურვილი გამყარებული იყო მოსხელობის მხარდაჭერითა და მათი მოთხოვნით. ნდობა გამომიცხადეს და ჩემი ვალი იყო პასუხისმგებლობა ამეღო. დღეს უშგული დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს ცენტრალურ მთავრობასთან, რადგან აქ არსებული პრობლემები თანმიმდევრულად გადაიჭრას. რათქმაუნდა კომუნიკაცია აქამდეც იყო, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. მოსახლეობა ყურადღების მიქცევას ითხოვს, მათ რეალურად აქვთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ახლიდან ჩამოვაყალიბე ყოფილი უხუცესთა საბჭო, რომელსაც დღეს სამოქალაქო საბჭო ჰქვია. ეს საბჭო თემში არსებული პრობლემების მოგვარებასა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივად გადაწყვეტას ითვალისწინებს. დღეს ეს გამართლებული მგონია, რადგან არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. აქ ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხებია. მაგალითადქ მიწების გადაფორმების საკითხი. ძალიან სენსიტიური თემაა, რდაგან მამა-პაპისეულ მიწებზეა საუბარი. ამაზე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ აქ არიან უხუცესი ადამიანები, რომელთა აზრი გასათვალისწინებელია", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბექა ღვაჩლიანმა.

იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. უშგულში სამუშაოდ ჩამოსვლამდე სხვადსხვა კომპანიებსა და დაწესებულებებში მუშაობდა. ამბობს, რომ კარიერულ ზრდას თავის კუთხეში დაბრუნება არჩია და თვლის, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაგროვილი გამოცდილება საკუთარ სოფელს თუ ქალაქს უნდა მოახმაროს.

"სხავადსხვა სამსახურებში ვმუშაობდი, ყველა ერთმანეთისგან განსხავებული იყო. პროფესიით სამართალმცოდნე ვარ. ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეხება მქონდა აზიის განვითარების ბანკთან, ვიყავი ტექნიკური დირექტორი სხვადსხვა ხორცგადამამუშავებელი კომპანიების. შემდეგ ვიყავი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უშგულში ვარ დაბადებული, ხშირად ჩამოვდიოდი ჩემს მშობლურ მხარში. ამ მთებს ვიცნობ, მიცნობენ და აქაური პრობლები ჩეთვის ნაცნობია. მათი ყველა ტკივილი მესმის და ვღებულობ ისე, როგორ საჭიროა. ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომ აქ უნდა იყო ადგილზე. ადგილზე უნდა შეიცნო და ყველა საკითში გაერკვიო. ოდნავ რაღაცას რომ ჩამოშორდე ეს პრობლემა ათმაგდება. მხოლოდ კარიერული ზრდა არაა მთავარი. ნომერ პირველი ჩემი მხარისა და ხალხის სიყვარულია. როდესაც ნდობას გიცხადებენ, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა. მე არ ვარ მხოლოდ ერთადერთი ვინც აქ დაბრუნდა. არიან ახალგაზრდები, რომლებმაც საზღვრებს გარეთ დიდი გამოცდილება მიიღეს და საკუთარ მხარეს დაუბრუნდნენ. მათი დიდი ნაწილი ბრუნდება და ეს ძალა და ერთობა მახარებს", - ამბობს უშგულის ახალგაზრდა წარმომდგენელი.

ცნობისთვის, უშგული — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი