ავტორი:

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი, რომელიც დაღუპული ქართველი თანამებრძოლის ხსოვნას ეძღვნება. წერილი საელჩოში უცნობმა სამხედრომ გააგზავნა და მასში იგონებს 2015 წელს, ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს - ვასილ ყულჯანიშვილს.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:

"დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს:

"აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა მებრძოლისთვის, ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ყველასთვის, ვინც იბრძოდა შენთან ერთად - შენი მსხვერპლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული" - ვკითხულობთ წერილში, რომელიც ხელმოწერილია - All of Us (ყველა ჩვენგანისგან)".

ჩვენი უღრმესი პატივისცემა უცნობ ამერიკელ ჯარისკაცს და ყველა მეომარს მშვიდობისა და თავისუფლებისათვის!" - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, ფარვანის პროვინციაში დაიღუპა. პირველი კლასის რიგითი, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი ჩასაფრების მოწყობის დროს, პირდაპირი ცეცხლით დაიღუპა. პატრულირების დროს დაიჭრა ამავე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაიაც, რომელიც გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ვასილ ყულჯანიშვილს მეგობრები "სმაილას" ეძახდნენ, რადგან სულ იცინოდა და სულ კარგ ხასიათზე იყო. 21 წლის რიგითი, წარმოშობით ახალციხიდან იყო.

როგორც ყულჯანიშვილის მეგობარი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვებოდა, ჯარისკაცი სასიკვდილოდ იმ დროს დაიჭრა, როდესაც პატრულირებისას ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ: პატრულირების დროს ერთ-ერთი სერჟანტი დაიჭრა, ამ დროს ყულჯანიშვილი დაზღვევაზე იყო და ოპერაციის განაწესის თანახმად, მის გადარჩენას ცდილობდა, რაც მოახერხა კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ საკუთარი სიცოცხლის ფასად...

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეორე მსოფლიო ომის ბანაკი გერმანიიდან, სადაც 417 ქართველი ტყვე დაიღუპა - ახალი მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე