ავტორი:

"არ შეიძლება გაზქურის სიახლოვეს ხახვის დაჭრა, ჩხუბი ან ტირილი" - როგორ განვათავსოთ საოჯახო ნივთები კეთილდღეობის მოსაზიდად

"არ შეიძლება გაზქურის სიახლოვეს ხახვის დაჭრა, ჩხუბი ან ტირილი" - როგორ განვათავსოთ საოჯახო ნივთები კეთილდღეობის მოსაზიდად

მიიჩნევა, რომ ხეს აქვს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, რომელსაც ერთნაირად შეუძლია ადამიანის განკურნებაც და მისთვის ენერგიის წართმევაც. ასე რომ, თუკი ხის ავეჯი გიდგათ, აუცილებელია მისი ენერგეტიკა ამ სახლში მცხოვრები ადამიანების ენერგეტიკას შეესაბამებოდეს (ისინი მხოლოდ საკუთარი გემოვნებით უნდა იყოს შერჩეული). ხის ნივთებს თქვენი დაცვაც შეუძლიათ. ძველების სიბრძნის მიხედვით, თუკი ადამიანი იგრძნობდა ცუდ თვალს, ან მიიჩნევდა, რომ ჯადო ჰქონდა გაკეთებული, ექვსფეხა ხის მაგიდის ქვეშ უნდა დამჯდარიყო და ეს ნეგატიურ ენერგეტიკას გაანეიტრალებდა. ერთი ასეთი მაგიდა-ფარი არავის აწყენდა ოჯახში.

ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ენერგეტიკულ დონეზე ხალიჩებიც. ამბობენ, რომ მრგვალი ხალიჩების სასტუმრო ოთახში ან საძინებელში დაგებას სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს. კვადრატული ხალიჩები უფრო ოფისური სიტუაციისთვის – კაბინეტებისა და ბიბლიოთეკებისთვის გამოდგება. რაც შეეხება ოვალურ ხალიჩებს, ისინი უნივერსალურები არიან და ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ მიუჩინოთ ადგილი. მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად ხალიჩის ქვეშ გამხმარ ხავსს ან წყალმცენარეებს დებენ, ეს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. არ ღირს ხალიჩის დაგება ბინძურ იატაკზე, იგი ნეგატიურ ენერგეტიკას გაზრდის. მისი უკუღმა დაგებაც უსიამოვნებების მომტანად მიიჩნევა. სახლის დალაგებამდე შეგიძლიათ ცოტა მარილი ან არომატული ბალახები მოაბნიოთ ზედ, ეს ხალიჩას უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს