ავტორი:

ნათია ლაზაშვილს "კურიერის" პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ "რუსთავი 2" დატოვა

ნათია ლაზაშვილს "კურიერის" პირველ ეთერში ის პიჯაკი ეცვა, რომლითაც 13 წლის წინ "რუსთავი 2" დატოვა

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია "კურიერი" ეთერში გავიდა. როგორც უკვე ცნობილი იყო, მისი წამყვანი ნათია ლაზაშვილი იქნება. ვიდრე ეთერში ის გამოჩნდებოდა მაყურებელს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა მიმართა:

"რუსთავი 2"-ის 25 წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღეიდან "კურიერის" პროფესიული საქმიანობები ეფუძვნება სარედაქციო მიუკერძოებლობას. ჩვენ არ ვიქნებით არც ერთი პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნესჯგუფის მხარეს. "კურიერი" არ იცრუებს, არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას. ჩვენი მისიაა, ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე. ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ ევროპაში ინტეგრაცია. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა... ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ლარის გაუფასურება ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ამ პრობლემებზე რეაგირებას ყოველდღე მოვითხოვთ" - აღნიშნა იმნაიშვილმა.

ამის შემდეგ მაყურებელს ნათია ლაზაშვილი მიესალმა, რომელმაც ტელეკომპანია ზუსტად 13 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, დაბრუნდა იმისთვის, რომ "არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავისი საყვარელი საქმე". აღსანიშნავია, რომ ლაზაშვილი ეთერში ზუსტად იმ პიჯაკით იყო წარმოდგენილი, რომელიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, როდესაც "კურიერი" დატოვა.

"24 წლის წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც ჩემს კოლეგებთან ერთად პირდაპირ ეთერში გაიყვანა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული. დავბრუნდი, რათა ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავისი საყვარელი საქმე. აკეთონ ახალი ამბები საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს სხვისი ღირსების დაცვით. იმედი მაქვს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც "კურიერმა" მუშაობა შეწყვიტა" - განაცხადა ნათია ლაზაშვილმა.

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს