ავტორი:

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 83 წლის მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, ბრალდებულ ვაჟა ყაჯრიშვილს 2000 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრალდების მხარე კი ყაჯრიშვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. შემთხვევა 24 სექტემბერს სოფელ ბოდბეში მოხდა. 83 წლის კაცმა პოლიციელს თავის არეში დაზიანება იმ დროს მიაყენა, როცა სამართალდამცველები მის შვილს დაუმორჩილებლობის ბრალდებით, მისივე საცხოვრებელ სახლში აკავებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 253 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს; და 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, შეძენას ან შენახვას გულისხმობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

მეორე მსოფლიო ომის ბანაკი გერმანიიდან, სადაც 417 ქართველი ტყვე დაიღუპა - ახალი მონაცემები უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე