ავტორი:

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას“, - განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მათივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიიღო დანაკარგი და უკან დაიხია.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, „უაზ“-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. „ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს.

„სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის“, - წერს თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი.

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა