ავტორი:

მასშტაბური აქცია მოსკოვში - რას აპროტესტებენ მომიტინგეები

მასშტაბური აქცია მოსკოვში - რას აპროტესტებენ მომიტინგეები

მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე მიტინგი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ე.წ. „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტების გათავისუფლებას ითხოვენ. მიტინგი ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული.

„ეს არის აქცია, რომელიც მხარს უჭერს „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტებს, რომლებიც დაპატიმრებული არიან გამოგონილ დანაშაულებზე. აქცია იმართება მათ მხარდასაჭერად, ვინც დაზარალდა სამართალდამცველთა მიერ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის დევნისას. გამოვედით იმის გამოსახატად, რომ არ ვეთანხმებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ მოსამართლეებს გამოაქვთ“ - ნათქვამია ორგანიზატორების „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შესაძლოა გაიმართოს მჯდომარე გაფიცვა და არასანქცირებული „გასეირნება“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე