ავტორი:

სროლა ვაკეში - დაჭრილია ორი პირი

სროლა ვაკეში - დაჭრილია ორი პირი

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფო უკვე გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია