ავტორი:

ბიძაშვილებს 75 წლის განმავლობაში ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - ემოციურმა შეხვედრამ ინტერნეტმომხმარებლები აატირა

ბიძაშვილებს 75 წლის განმავლობაში ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - ემოციურმა შეხვედრამ ინტერნეტმომხმარებლები აატირა

მორის სანა 75 წლის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარი - საიმონ მაიროვიცი გარდაცვლილი იყო. თუმცა მათი ცხოვრება რამდენიმე დღის წინ რადიკალურად შეიცვალა - ისრაელში 87 წლის სანასა და 85 წლის მაიროვიცის ცრემლიანი და უზომოდ ემოციური შეხვედრა შედგა.

ბიძაშვილები 1940 წლამდე უახლოესი მეგობრები იყვნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუმინეთი ნაცისტებმა დაიპყრეს, მათი ოჯახები იძულებულები გახდნენ, ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. განშორების შემდეგ სანასა და მაიროვიცს ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილი ეგონათ.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი სანას ქალიშვილმა და ძმიშვილმა ნათესავები „ფეისბუქით“ მოიძიეს და საბოლოოდ, აღმოაჩინეს, რომ მაიროვიცი ცოცხალია და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

ბიძაშვილები ერთმანეთს თელ-ავივში შეხვდნენ. ემოციებისგან საუბარი ორივეს უჭირდა, შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტოები ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გააზიარეს.

„ბედნიერი ვარ, ამდენი წლის შემდეგ კიდევ რომ შეგხვდი... 75 წელი გავიდა...“ - ამბობს ცრემლიანი მაიროვიცი.

შეხვედრის ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელებში ათობით ათასმა ადამიანმა გააზიარა. ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ბიძაშვილების შეხვედრა ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, სევდიანია და იმედს გამოთქვამენ, რომ მათ კიდევ ბევრი წელი ექნებათ ერთად გასატარებლად.

რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?