ავტორი:

შორენა ბეგაშვილი "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდა - რა ფოტოებს აქვეყნებს მსახიობი

შორენა ბეგაშვილი "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდა - რა ფოტოებს აქვეყნებს მსახიობი

ახალი სატელევიზიო სეზონი "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეთერში ძველ გადაცემებთან ერთად, ახალი გადაცემების გაშვებაც იგეგმება. არხზე უკვე გამოჩნდნენ როგორც ახალი, ასევე ძველი სახეები.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ს დაუბრუნდა მსახიობი შორენა ბეგაშვილიც. მსახიობმა და ტელეწამყვანმა გვიან ღამით სოციალურ ქსელში "გვიანი შოუს" წამყვანთან - ამიკო ჩოხარაძესთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ის სწორედ იუმორისტთან ერთად იწყებდა ახალ გადაცემას, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენი წყაროს ცნობით, შორენა ბეგაშვილი "რუსთავი 2"-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს, სადაც სილამაზესა და თავის მოვლაზე იქნება აქცენტი. ინფორმაციის გადასამოწმებლად მსახიობს დავუკავშირდით.

- შორენა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ზე ახალ გადაცემას იწყებთ, რა გადაცემით ბრუნდებით ეთერში?

- დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მაქვს არხთან და რაც ნამდვილად ვიცი ის არის, რომ "რუსთავი 2"-ზე ვბრუნდები. დანარჩენს, როცა ეთერში გავალთ, შემდეგ იხილავს მაყურებელი.

- გვიან ღამით სოციალურ ქსელში ამიკო ჩოხარაძესთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეთ, მასთან ერთად იწყებთ გადაცემას?

- არა, ეს გადაღება ამიკოს გადაცემის "გვიანი შოუს" გამო შედგა.

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ

ვირტუალური "ოქროს გლობუსი" და წითელი ხალიჩა - ვის როგორ ეცვა დაჯილდოების ცერემონიაზე

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე