ავტორი:

რა ხდება ლინდსი ლოჰანსა და არაბ პრინცს შორის, რომელიც ბიძაშვილზეა დაქორწინებული და 4 შვილი ჰყავს

რა ხდება ლინდსი ლოჰანსა და არაბ პრინცს შორის, რომელიც ბიძაშვილზეა დაქორწინებული და 4 შვილი ჰყავს

საუდის არაბეთის პრინცზე, მოჰამედ ბინ სალმანზე უამრავს საუბრობენ, ახალგაზრდა მონარქი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

პოლიტიკის მიღმა, ტაბლოიდები მისი პირადი ცხოვრების შესახებ ამბების მოძიებასაც მუდმივად ცდილობენ, რაც არც ისე ადვილია. არაბული ქვეყნების სამეფო ოჯახების წევრების ცხოვრება მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

ცნობილია, რომ პრინცს მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს - The Sun წერს, რომ ბიძაშვილზე, პრინცესა სარა ბინტ მაშურ ბინ აბდულაზიზზე ის 2008 წელს დაქორწინდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - ორი გოგონა და ორი ბიჭი.

ბიჭებს სალმანი და მაშური ჰქვიათ, გოგონები კი პრინცესა ფადა და პრინცესა ნორა არიან. მათი დაბადების თარიღები უცნობია.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ინტიმური ურთიერთობა პრინცს მხოლოდ ცოლთან არ აქვს - მსოფლიო პრესისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა მოჰამედისა და ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, ლინდსი ლოჰანის „ახლო მეგობრობის“ ამბავი. Page Six-ის ინფორმაციით, ლოჰანი ხშირად დაფრინავს პრინცის ვერტმფრენებით და მოჰამედ ბინ სალმანი მას ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებს. მსახიობმა არაბი მონარქისგან საკრედიტო ბარათიც მიიღო.

ლინდსი ამბობს, რომ პრინცს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, დაახლოებით ერთი წლის წინ. მსახიობის წარმომადგენელი უარყოფს, რომ ლოჰანმა საჩუქრად საკრედიტო ბარათი მიიღო.

ლინდსი ახლა დუბაისთან ახლოს ცხოვრობს და შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავად არის მიჩნეული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"