ავტორი:

"არ მინდა, ციხეში წახვიდეთ..." - ემოციური მომენტი სასამართლოზე, როდესაც მკვლელს მოკლულის ძმა ჩაეხუტა

"არ მინდა, ციხეში წახვიდეთ..." - ემოციური მომენტი სასამართლოზე, როდესაც მკვლელს მოკლულის ძმა ჩაეხუტა

დალასში, ყოფილ პოლიციელს, ამბერ გაიჯერს უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. შემთხვევა გასულ წელს მოხდა - პოლიციელი საკუთარი სახლის ნაცვლად, შეცდომით მეზობლის სახლში შევიდა. როდესაც ქალმა ბინის კარი გააღო, სახლის მეპატრონე - ბოთემ ჯინი მისაღებ ოთახში ნაყინს ჭამდა. პოლიციელმა მამაკაცი ქურდად მიიჩნია, იარაღი ამოიღო და მოკლა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოვლენები დარბაზში ემოციურად განვითარდა. მოკლულის 18 წლის ძმა ფეხზე წამოდგა და ამბერს „ყველაფერი საუკეთესო“ უსურვა.

„არ ვიცი, ეს შესაძლებელია თუ არა, მაგრამ შეიძლება მას ჩავეხუტო?“ - ჰკითხა ბრენდტ ჯინმა მოსამართლეს. მისი დასტურის შემდეგ კი ყოფილ პოლიციელს მოეხვია.

„თუ ნამდვილად ნანობთ, მე გპატიობთ. თუ ღმერთს სთხოვთ შენდობას, ისიც გაპატიებთ. მე ჩემი სახელით ვსაუბრობ და არა ოჯახის. მიყვარხართ ისე, როგორც ყველა სხვა. არ ვაპირებ გისურვოთ ისე მოკვდეთ, როგორც ჩემი ძმა, მინდა, საუკეთესო გისურვოთ“ - უთხრა ბიჭმა მკვლელს.

მათი ჩახუტება და საუბარი იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ დარბაზში უამრავმა ადამიანმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო, მათ შორის ვერც მოსამართლემ.

"მე არ მინდა, ციხეში წახვიდეთ, რადგან ეს ჩემს ძმასაც არ ენდომებოდა..." - უთხრა ბრენდტმა ამბერს, ამის შემდეგ კი პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან