ავტორი:

"ჩვენ ქურდულს ვერ მივაწვებით..." - ბრალდებული ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის პროცესზე ხმაური იყო

"ჩვენ ქურდულს ვერ მივაწვებით..." - ბრალდებული ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის პროცესზე ხმაური იყო

ბრალდებული ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესზე მცირე ხმაური იყო. ბრალდებულის ადვოკატების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია. საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ადვოკატებს მიმართა, რომლის მიხედვითაც, მას შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ისინი პროცესზე პირველად იმყოფებოდნენ.

"აქ პირველად პროცესზე არავინაა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

ამასთან, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა ნაირა ოტიაშვილმაც და მან მოსამართლის აცილება მოითხოვა.

"ჩვენ ქურდულს ვერ მივაწვებით, მართლმსაჯულების სამსახურში ვართ", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა და განმარტა, რომ საკუთარ უფლებებს კოლეგებთან ერთად დაიცავს, იმ შემთხვევაშიც კი, წამებასაც რომ ჰქონდეს ადგილი.

ნაირა ოტიაშვილმა ასევე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვა.

„ნამდვილად გაქვთ საფუძველი, აიცილოთ საქმე. ვინც არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს. თუ მე დამნაშავე ვარ, განმსაჯოს სამართლიანმა საამართლომ. ჩემს უფლებებს დავიცავ ჩემს კოლეგებთან ერთად, წამების შემთხვევაშიც", - განაცხადა ოტიაშვილმა.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს