ავტორი:

პარიზის პოლიციაში IT სპეციალისტმა თანამშრომლები დახოცა - გარდაცვლილია 4 ადამიანი

პარიზის პოლიციაში IT სპეციალისტმა თანამშრომლები დახოცა - გარდაცვლილია 4 ადამიანი

პარიზის პოლიციის შენობაში მამაკაცი თანამშრომლებს დანით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შემთხვევა პარიზის ცენტრში მოხდა. მამაკაცი შენობაში შევიდა და თავის თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. გარდაცვლილია სამი მამაკაცი და ერთი ქალი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი 45 წლის IT სპეციალისტია. ის პარიზის პოლიციაში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.

თავდასხმის მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელს სამუშაო ადგილთან დაკავშირებით გარკვეული დავა ჰქონდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"