ავტორი:

"ჯიშკარიანის თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი" - რას ჰყვება თამთა თოდაძის ადვოკატი

"ჯიშკარიანის თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი" - რას ჰყვება თამთა თოდაძის ადვოკატი

ჩემი ინფორმაციით, თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანის მეგობარს. მისი ინფორმაციით, იგი შეხვდა ილია ჯიშკარიანს და მის ოჯახის წევრს და მათი თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი, - ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამუნა ლუკავამ ჟურნალისტებს პოლიციასთან განუცხადა, სადაც ამჟამად ჩვენებას გამომძიებელს თამთა თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძე აძლევს.

ადვოკატის ინფორმაციით, დეტალებზე სწორედ თამთა თოდაძის დედა ისაუბრებს. როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, ეს კომუნიკაცია 3 დღის წინ, 2 ოქტომბერს შედგა.

„გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, რომ მომხდარიყო მორიგება, რათა მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი წარმართვა გამოძიების. ამ საკითხთან დაკავშირებით მისცა თამთამ ჩვენება, რადგან მას აქვს დედისგან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენს მიერ გამოძიებას მიეწოდა ინფორმაცია თამთას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას დაუმძიმდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ საღამოდან და ჩავრთეთ მასთან სამუშაოდ ფსიქოლოგი,“- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, იმ პირს, ვისაც თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია, მას შემდეგ, რაც გამოძიებას ჩვენებას მისცემს, თავად ხათუნა ოქროპირიძე დაასახელებს.

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმით, მან ასევე, გაარკვია, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღო.

„გამომძიებელის ინფორმაციით, მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ თამთა გამოდის შემთხვევის ადგილიდან. დათვალიერება რადგან ჩატარდა, შესაბამისად, დათვალიერების ოქმიც საქმეში დევს,“ - განაცხადა თამუნა ლუკავამ.

ლუკავას თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ თამთას წინააღმდეგ ნამდვილად მოხდა ძალადობის ფაქტი, მაგრამ ილია ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ბრალი კიდევ უფრო გამყარებულიყო. ადვოკატისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაგვიანებით მოხდა, ოფისში აღმოჩენილი დაზიანებული ნივთები მომხდარ ფაქტს ადასტურებს.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი თამთას წინააღმდეგ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული ილია ჯიშკარიანის მიმართ, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარებულიყო მის წინააღმდეგ ბრალი. მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ძალიან დაგვიანებით, მაშინ როდესაც ფაქტობრივად დალაგებული იყო ოფისი და არ არსებობდა მტკიცებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაინც იქნა ამოღებული ოფისიდან ნივთები, რომლებიც არის დაზიანებული და რომლებიც ადასტურებს, რომ რეალურად იქ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი არის ის, რომ მას აუცილებლდ წაუყენებენ ბრალს, იმიტომ, რომ საქმეში არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფაქტს", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს