ავტორი:

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

პრინცი ენდრიუს დასახვედრად ავსტრალიაში, უნივერსიტეტში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მხოლოდ ერთი თაყვანისმცემელი მივიდა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. ენდრიუს იმიჯი პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ - მსოფლიო მასშტაბით შეილახა.

ექსპერტების თქმით, აგორებული სკანდალის ფონზე, შესაძლოა, ავსტრალიაში ჰერცოგის ვიზიტი განგებ გაასაიდუმლოეს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პრინცი ავსტრალიაში „შეიპარა“, მისთვის არც დახვედრა მოუწყვიათ, ვიზიტი მედიას არ გაუშუქებია.

პრინცი ხელს უქნევს ერთადერთ ადამიანს, რომელიც უნივერსიტეტთან დახვდა

59 წლის ენდრიუსა და მილიარდერი ფინანსისტის, ჯეფრი ეფშტეინის მეგობრობას მთელი მსოფლიო განიხილავს - პედოფილიასა და ბავშვების ტრეფიკინგში ბრალდებულმა ეფშტეინმა საკანში თავი ჩამოიხრჩო.

მედიის ინფორმაციით, პრინცის კავშირებს ეპშტეინთან აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობს.

სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით ეპშტეინი 6 ივლისს დააპატიმრეს. ბრალდების ინფორმაციით, 2002-2005 წლებში არასრულწლოვან გოგონებს ფულს უხდიდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მილიარდერი მათ ნიუ-იორკსა და ფლორიდაში მდებარე სახლებში ეპატიჟებოდა.

გოგონებს, რომლებს შორისაც 14 წლის მოზარდებიც იყვნენ, ეპშტეინი სექსისთვის ასობით დოლარს უხდიდა.

დოკუმენტებში ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ქალი, გისლეინ მაქსველი.

ეპშტეინის ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ვირჯინია რობერტსი ამბობს, რომ 15 წლის იყო, როდესაც მაქსველმა ის მასაჟისტად მოამზადა. იმავე დოკუმენტში ქალი ამტკიცებს, რომ მაქსველმა პრინცი ენდრიუ გააცნო და უბიძგა, პრინცთან სექსი ჰქონოდა.

მოგვიანებით, სატელევიზიო ინტერვიუში ვირჯინიამ განაცხადა, რომ პირველი შემთხვევა 2001 წელს მოხდა, როდესაც ის 17 წლის იყო და ლონდონში გისლეინ მაქსველის სახლში იმყოფებოდა.

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გისლეინმა გამაღვიძა და მითხრა, დღეს პრინცს უნდა შეხვდეო. არ ვიცოდი, თუ მასთან სექსი უნდა მქონოდა. იმ ღამით ის გისლეინის სახლში მოვიდა, წავედით კლუბში. პრინცმა ენდრიუმ ალკოჰოლი მომცა, VIP სექტორში ვიყავით. მგონი, არაყი იყო...

მითხრა, მოდი ვიცეკვოთო. დავთანხმდი. შემდეგ კლუბიდან გავედი და ჩავჯექი გისლეინის მანქანაში. მან მითხრა, რომ სახლში დავბრუნდებოდით და იგივე უნდა გამეკეთებინა პრინცთან, რასაც ჯეფრისთან ვაკეთებდი.

პრინცმა სამჯერ გამაუპატიურა“ - იხსენებს ქალი.

როგორ სჯიან "ხალხის მტრებს" ჩეჩნეთში - რამზან კადიროვი განსხვავებული აზრის ადამიანებს დახოცვით ემუქრება

"ევროპა უფსკრულის პირასაა" - ემანუელ მაკრონი

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს