ავტორი:

როგორი იქნება იახტკლუბი, რომელიც იუსტიციის სახლთან აშენდება - ფოტოები

როგორი იქნება იახტკლუბი, რომელიც იუსტიციის სახლთან აშენდება - ფოტოები

იუსტიციის სახლთან შესაძლოა, იახტკლუბი მოეწყოს. პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია.

საუბარია, 3 სართულიან შენობაზე, რომელსაც მიწისქვეშა ავტოსადგომიც ექნება.

„კომპლექსის პირველ სართულზე განთავსდება: მთავარი შესასვლელი, რეცეფცია და დაცვის ოთახი, იახტ კლუბი, დირექციის ოთახი, მაშველების ოთახი თავისი სათავსოთი, სარემონტო სახელოსნო თავისი საწყობით, სანკვანძის ოთახები; მეორე სართულზე განთავსდება: სპორტული-საწყლოსნო ტურისტული საგამოფენო დარბაზი და სველი წერტილები; მესამე სართულზე კი კლუბი მოეწყობა.

საპროექტო მოცულობის კომპოზიცია დინამიური ფორმის წყალობით და ფასადებზე გამოხატული ფანჯრის ღიობების ელემენტებით იახტის მბოლიზმს მოგვაგონებს.

პროექტში გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნით რკინის კონსტრუქციის საევაკუაციო კიბის მოწყობა, შენობა აღჭურვილია, ავარიული ხანძარსაწინააღმდეგო, გასასვლელისკენ მიმართულების მაჩვენებლებით. ნახეთ სრულად+პროექტის ფოტოები

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო