ავტორი:

რუსეთის პრეზიდენტი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ - პუტინის მმართველობის დროს 200-ზე მეტი ჟურნალისტი სასტიკად მოკლეს

რუსეთის პრეზიდენტი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ - პუტინის მმართველობის დროს 200-ზე მეტი ჟურნალისტი სასტიკად მოკლეს

pauluskp.livejournal იმ ჟურნალისტების სიას, აქვეყნებს, რომლებიც 1931 წლიდან დღემდე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვითარებაში მოკლეს. ცნობისთვის, სულ მედიის 320 წარმომადგენელია მოკლულია და მათგან 205 - ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს.

"ჟურნალისტებს კლავენს მთელ მსოფლიოში და ნებისმიერ სიატუაციაში, რადგან სიმართლის მოსმენა, მით უფრო საკუთარი თავზე არავის სიამოვნებს. თუმცა, რუსეთში ამან კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია. მაშინ, როდესაც უკრაინაში 66 ჟურნალისტია მოკლული... ამასთან, უკრაინაში მოკლულთა ვინაობა მაშინვე ცნობილი ხდებოდა და ეს ქვეყნის ტრაგედიად მიიჩნეოდა, რუსეთში კი, მათ გვარებს დიდხანს ასაიდუმლოებენ. როდესაც ცოცხალ რუს ჟურნალისტებს ვუყურებ და შემდეგ მოკლულებს ვადარებ, ვხვდები, რომ ბევრი მათგანი ცოცხალ-მკვდარია. მათ ის მკვდრები ჯობია, ვინც ამ ქვეყნად კარგი სახელი დატოვეს, ვერ მოესწრნენ მათი კოლეგების ამამზრენ მასკარადში მონაწილეობასა და პროფესიის ასე მიწასთან გასწორებაც ვერ ნახეს" - წერს livejournal.com-ის ავტორი.

გამოცემის ცნობით, მოკლული ჟურნალისტების სია გრძელია, რომ არაფრი ვთქვათ, ისეთ გახმაურებულ საქმეებზე როგორიც არის ანა პოლიტკოვსკაიას, ანასტასია ბაბულოვას, პაულ ხლებინკოვის, იური შჩეკოჩკინის, დმიტრი ხოლოდოვის და ქაჯიმურატ ქემალოვის საქმეები.

"არიან ისეთებიც, რომლებიც წლების განმავლობაში კლანებად დაყოფილი პუტინის კორუმპირებული მმართველობის წინააღმდეგ მართალი სიტყვის თქმას ცდილობდნენ და რეჟიმმა უბრალოდ მოიშორა. ბევრი მათგანი საკუთარ სახლში, ქუჩაში, რედაქციაში ჩაცხრილეს, ააფეთქეს, ან სულაც პოლიციის განყოფილებაში "მენტებს" კამერაში "დაკითხვისას" შემოაკვდათ. ზოგი მათგანის სახელს მსოფლიო იცნობს, თუმცა ბევრი დღემდე უცნობია.

ამ სიაში არ არიან შეყვანილი ისინი, ვინც ქვეყნის გარეთ, ცხელი წერტილების გაშუქებისას დაიღუპნენ. საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც რუსეთის შიგნით არსებულ კორუფციასა და კლანებთან ბრძოლას შეეწირნენ. მათი საქმეები, ასობით გამოძიების ოქმი რუსეთის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გაუხსნელი დევს. ზოგ მათგანს, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა... იყო ისეთები, რომელიც პოლიციამ უკიდურესად ცინიკური შედეგით დაასრულა - მაგალითად, ჟურნალისტმა კამერაში თავი მოიკლა, კიბიდან ან სკამიდან ჩამოვარდა და თავი დაარტყა...

მაგალითად, ალექსანდრე კონოვალენკო ვოლგოგრადის გაზეთ Красное слово-ს ჟურნალისტი იყო და ქალაქის მილიციის ცენტრალურ განყოფილებაში მოკლეს. ოფიციალური განცხადების თანახმად, ის დაკითხვის პროცესში სკამიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა...

საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლედ მარინა ისკანდეროვა, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი იყო. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე... გაზეთები წერდნენ, რომ ის მოკლეს, რადგან "გაზპრომის" გაფიცული თანამშრომლებისთვის ხელფასის გადაუხდელობის საკითხს აშუქებდა... მოგვიანებით, საქმე გაურკვეველი მიზეზით დახურეს.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი ალექსანდრე კორკინი საკუთარ სადარბაზოში არაადამიანური სისასტიკით ნიღბიანებმა მოკლეს. ის ბოლოდროინდელ ბინზესმაქინაციებს იკვლევდა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ახალგაზრდა ჟურნალისტს ყურები მოჭრილი და კბილები ჩამტვრეული ჰქონდა...

ასევე უცნობმა პირებმა, საკუთარ სახლში სიკვდილამდე სცემეს კიდევ ერთი ჟურნალისტი ვადიმ ობეხოვი, რომელიც პეტროპავლოსკი-კამჩატკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კალუჟსკის ოლქის ადგილობრივი ჟურნალისტი ვიაჩესლავ რუდნევს ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკის გამო არაერთხელ დაემუქრნენ. ბოლოს კი, საკუთარ სახლთან, თავის არეში მიყენებული ჭრილობით სისხლისგან თითქმის დაცლილი იპოვეს... რამდენიმე დღის შემდეგ, ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მოგვანებით ცნობილი გახდა, რომ მან მუქარის წერილებისა და ზარების შესახებ ადგილობრივ მილიციას მიმართა. აქედან რამდენიმე დღეში კი მას სახლთან დახვდნენ" - წერს გამოცემა.

ეს რასაკვირველია ძალიან მცირეა ჩამონათვალია. რუსული მედიის ცნობით, ჟურნალსტების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართული "კადიროვცები", რომლებიც მოსკოვსა და მის შემოგარენში კრიტიკულად განწყობილ მედიის წარმომადგენლებს უკიდურესი სისასტიკით უსწორდებიან... თუმცა, მათ არც ოლქებისა და ქალაქების კორუმპირებული მაღალჩინოსნები ჩამოუვარდებიან.

აშშ-ში გარდაცვლილთა ახლობლებს დაკრძალვის პირდაპირ ეთერში ყურებას ურჩევენ - რეკომენდაციები კორონავირუსის დროს

პუტინი - მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი